მა მგ მე მთ მი მლ მო მრ მტ მუ მც მძ მწ მჭ
მაკ მამ მან მარ მაღ მაშ მაჭ მახ

მარანი

ციხე (ქც 1: 268,16).

იხსენიება „მატიანე ქართლისაში“ (ქც 1: 268,16).

მატიანეს მიხედვით, მარნის ციხე მდებარეობს კახეთში. ციხის უფრო ზუსტი ლოკალიზაცია არ ხერხდება.

X ს-ში გიორგი აფხაზთა მეფე ცდილობდა კახეთის დაკავებას, მას ეწინააღმდეგებოდა მარნის ციხის მფლობელი ხახუა არშის ძე. თუმცა ციხე ხერხით აიღეს და მისი მფლობელი დაატყვევეს. ამის შემდეგ მარნის ციხე წყაროებში აღარ გვხვდება.
 
ბიბლიოგრაფია: ქც 1: 268,16.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9