მა მგ მე მთ მი მლ მო მრ მტ მუ მც მძ მწ მჭ
მაკ მამ მან მარ მაღ მაშ მაჭ მახ

მაშრაანი


(ქც 4: 542, სქ. 5). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 542, სქ. 5), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 68), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 25, 27, 257, 259).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, „სიღნაღს დასავლით და ჩდილოთ აქვს ხევი ანაგისა ... აღმოსავლეთით ვაქირი, მაშრაანი ...“ (ქც 4: 542, სქ. 5).

მდებარეობს სიღნაღის მუნიც-ში, თანამედროვე სოფ. მაშრაანის ტერიტორიაზე.

მაშრაანი შედიოდა ბოდბელის სადროშოში (თოდრია 1982: 81). წყაროებში მოიხსენიება მაშნაარის სახელითაც (გიულდენშტედტი 1962: 25, 27).

1961 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. კ. ფიცხელაური) მაშრაანის მიდამოებში ჩაატარა არქეოლოგიური დაზვერვები. იმავე ექსპედიციამ 1961-1964 წწ. შეისწავლა ორი ყორღანი.

ყორღანები მდებარეობენ მაშრაანიდან ჩრდილოეთით, 2 კმ-ის დაშორებით, ადგილ „ნაბაღრებში“. მათგან ერთი მოსახლეობას დაუნგრევია. მეორე ყორღანს გაკეთებული ჰქონდა წრიული ქვაყრილი, რომლის სიმაღლე დაახლოებით 0,5 მ, ხოლო დმ 5 მ-ია. ქვაყრილს გარშემო შემოსდევდა რიყის ქვების წრე. ყრილის ცენტრში იყო ძაბრისებრი ჩაღრმავება. ყორღანს არ ჰქონდა სამარხი კამერა. მიცვალებულები დაკრძალულნი უნდა ყოფილიყვნენ უშუალოდ მიწის ზედაპირზე. სავარაუდოა მიწისზედა ხის კონსტრუქციის არსებობა. აღმოჩნდა დაახლოებით ათი მიცვალებულის ძვლები და ექვსი ცალი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. კერამიკა დამზადებულია ხელით. თიხა მსხვილმარცვლოვანია. ზოგიერთი შავადაა გამომწვარი. თარიღდება ადრე ბრინჯაოს ხანით (ფიცხელაური 1965: 30-31; დედაბრიშვილი 1979: 7; საქ. არქ. 1992: 174).

მაშრაანში შემორჩენილია ღვთისმშობლისა და გიორგიწმიდის ეკლესიები.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 86; გიულდენშტედტი 1962: 25, 27, 257, 259; დედაბრიშვილი 1979: 56-58, 68; თოდრია 1982: 77, 89; საქ. არქ. 1992: 174; ფიცხელაური 1962: 25; 1965: 31, 32; ქც 4: 542,სქ.5; შაიშმელაშვილი 1973: 103.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9