ჩა ჩე ჩი ჩო ჩუ ჩხ
ჩეკ ჩემ ჩერ

ჩერნოუსენკო სერგეი კირილეს ძე

1937 წლის 22 ნოემბრის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, ჟდანოვი

დაბადების თარიღი: 1891 წ.
ეროვნება: რუსი
ოჯახური მდგ.: ცოლშვილიანი
დაბადების ადგილი: რუსეთი, ბელგოროდის ოლქი, ქ. ნოვი ოსკოლი
საცხოვრ. ადგილი: რუსეთის სფსრ, როსტოვის ოლქი, ქ. ტაგანროგი
განათლება: უმაღლესი
სოც. წარმომავლობა: გლეხი
პარტიულობა: უპარტიო
სამუშაო ადგილი: ჩაქვის ჩაის საბჭოთა მეურნეობის ექიმი; ხელმძღვანელობდა საავადმყოფოს.
ნასამართლობა:
განყოფილება: აჭარის ასსრ-ის შინსახკომი
გაასამართლა: შინსახკომის სამეული 1937 წ.
მომხსენებელი: ეზიაშვილი
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ იყო წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული და მავნებლურ-დივერსიული ორგანიზაციისა, რომელმაც განახორციელა ამხანაგ ს. მ. კიროვის მკვლელობა, და 1935-1937 წლებში ამზადებდა ტერორისტულ აქტს პარტიისა და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ. ჩერნოუსენკო მავნებლობდა ჩაქვის ჩაის საბჭოთა მეურნეობაში სამედიცინო მომსახურების დროს, უშვებდა სიკვდილიანობის განზრახ მატებას. იბირებდა ახალ წევრებს კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციაში და ეწეოდა საბჭოთა მთავრობისა და პარტიის წინააღმდეგ მიმართულ კ/რ აგიტაციას. ლაპარაკობდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობაზე.
მუხლი: 58-2, 58-7, 58-8, 58-10, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 12/04/1937
დახვრეტის თარიღი: 12/11/1937
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: სამოქალაქო ომის დროს მსახურობდა ქ. ხარკოვში თეთრგვარდიელებთან ექიმად. დაპატიმრების წინ გაიქცა ქ. ტაგანროგში, სადაც ცხოვრობდა და მუშაობდა.

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9