სა სე სვ სი სკ სლ სმ სო სპ სტ სუ სხ
სმო

სმოლსკი ედგარდ კაზიმირის ძე

1938 წლის 19 აპრილის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ჟდანოვი

დაბადების თარიღი: 1900 წ.
ეროვნება: ესტონელი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: ქ. რიგა, ლატვია
საცხოვრ. ადგილი:
განათლება:
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: სკკპ(ბ) ყოფილი წევრი 1918 წლიდან, პარტიიდან გარიცხეს 1932 წელს, სამართალში მიცემის გამო. აღადგინეს 1933 წელს და 1938 წელს გარიცხეს კონტრრევოლუციური საქმიანობისათვის.
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე - სვერდლოვსკის ოლქის შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი, წარსულში - ამიერკავკასიის სსფრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს განსაკუთრებული განყოფილების უფროსის მოადგილე
ნასამართლობა: 1932 წელს სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს კოლეგიის მიერ გასამართლებული იყო 6 წლის ვადით ბანაკებში უფლებამოსილების გადამეტების გამო, სასჯელის ვადის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს. განაჩენი ჩაუთვალეს პირობითად და დართეს უფლება, ემუშავა სახელმწიფო უშიშროების სამმართველოში.
განყოფილება: შინსახკომი
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: პარამონოვი
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ იყო მონაწილე კონტრრევოლუციური შეთქმულებისა, რომელიც არსებობდა შინსახკომის ორგანოებში, დაკავშირებული იყო გერმანიის დაზვერვასთან, რომლის დავალებითაც ეწეოდა მავნებლურ, ჯაშუშურ საქმიანობას.
მუხლი:
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 04/28/1938
დახვრეტის თარიღი: 04/30/1938
რეაბილიტაცია:
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9