წა წე წვ წი წუ
წულ წურ

წულაია სერგო ნიკოლოზის ძე

1938 წლის 10 ივნისის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი

დაბადების თარიღი: 1901 წ.
ეროვნება:
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: ზესტაფონი, სოფ. ტაბაკინი, საქართველო
საცხოვრ. ადგილი:
განათლება: საშუალო
სოც. წარმომავლობა: გლეხი
პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი
სამუშაო ადგილი: რაიონული სამომხმარებლო კავშირის თავმჯდომარე.
ნასამართლობა: 1926 წელს დააპატიმრებული იყო გლეხ ჯაფარიძეზე თავდასხმის ბრალდებით.
განყოფილება: შინსახკომის ჯუღელის (ზესტაფონის) რაიგანყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული.
მომხსენებელი: სხირტლაძე
მონაწილეობდნენ: ქობულოვი, წერეთელი, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ კოლმეურნეობის თავმჯდომარეობის პერიოდში ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას. კერძოდ, ნაადრევად ჩატარებული თესვითი სამუშაოების შედეგად დაახლოებით 30 ჰექტარი მიწა დარჩა მოსავლის გარეშე და კოლმეურნეებს მოუხდათ მეორედ და მესამედ დაემუშავებინათ მიწა. წულაიამ მავნებლურად ააშენა საქონლის ბოსელი, რითაც გახარჯა ზედმეტი 8.000 მანეთი. წულაიამ კოლმეურნეებს კოლმეურნეობიდან 5 კილომეტრით დაშორებულ ადგილას მისცა საკარმიდამო მიწა, რითაც გამოიწვია მათი უკმაყოფილება. 80 ადამიანმა დემონსტაციულად მიატოვა მინდვრის სამუშაოები და 30 კილომეტრის დაშორებით, გამოცხადდნენ რაიონში. გლეხების დაწყნარება მოუხდა სპეციალურ კომისიას. წულაია რაიკავშირის თავდჯომარეობის დროს ატარებდა მაქინაციებს. მოწმეების: ხუსკივაძის, ნ. შათირიშვილის, პ. კუპრაძის ჩვენებებით წულაია სრულად იქნა მხილებული კ/რ მავნებლურ საქმიანობაში და კ/რ ორგანიზაციის წევრობაში. საქმე გადაეცა სპეცკოლეგიას.
მუხლი:
სასჯელის ზომა: გაიგზავნა შრომა-გასწორების ბანაკში.
დაპატიმრების თარიღი: 03/15/1938
სხდომის თარიღი: 04/20/1938
დახვრეტის თარიღი:
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: საბოლოოდ გაასამართლა საქართველოს სსრ-ს შინსახკომის სამეულმა 23/05-1938 წ. და მიესაჯა გადასახლება 10 წლით შრომა-გასწორების ბანაკში. ვადის ათვლა დაიწყოს 15/03-1938 წელს.

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9