აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აფ აქ აღ აშ აჩ ახ აჯ
აბა აბგ აბდ აბე აბზ აბლ აბრ აბუ

აბდულაევი სალმან ჰასან-ოღლი

1938 წლის 10 ივნისის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი

დაბადების თარიღი: 1898 წ.
ეროვნება: აზერბაიჯანელი
ოჯახური მდგ.: დაოჯახებული
დაბადების ადგილი: ირანი
საცხოვრ. ადგილი:
განათლება:
სოც. წარმომავლობა: გლეხი
პარტიულობა: გარიცხულია სკკპ-დან ქრთამის აღებისა და სოციალურად უცხო ელემენტებთან კავშირის გამო.
სამუშაო ადგილი: ამიერკავკასიის რკინიგზის სარკინიგზო ხაზის მე-3 დისტანციის ყოფილი პარტიული ორგანიზატორი (პარტორგი).
ნასამართლობა: დაპატიმრებამდე ნასამართლევი არ ყოფილა.
განყოფილება: ამიერკავკასიის რკინიგზის შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს საგზაო-სატრანსპორტო განყოფილება.
გაასამართლა: შინსახკომის სამეული.
მომხსენებელი: ხეჩუმოვი
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, გალახაძე, წერეთელი, მოროზოვი.
ბრალად ედება: რომ იყო კონტრრევოლუციური მუსავატური, ბურჟუაზიულ-ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრი, ეწეოდა აქტიურ დივერსიულ-ძირგამომთხრელ საქმიანობას ამიერკავკასიის რკინიგზის სარკინიგზო ხაზის მე-9 დისტანციაზე. 1936 წელს მოაწყო მატარებლის ავარია; ეწეოდა ახალი წევრების გადაბირებით საქმიანობას კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში და ანტისაბჭოურ აგიტაციას; მუსავატური მთავრობის დროს იყო ჟანდარმი.
მუხლი:
სასჯელის ზომა: დახვრეტა, კერძო ქონების კონფისკაცია.
დაპატიმრების თარიღი: 11.06.1937; მოთავსებული იყო თბილისის ციხეში
სხდომის თარიღი: 21.06.1938
დახვრეტის თარიღი: 22.06.1938
რეაბილიტაცია:
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9