ებ ეგ ედ ევ ეზ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ეჟ ერ ეს ეფ ეძ ეხ ეჯ
ელბ ელე ელი

ელიავა გიორგი გრიგოლის ძე

1937 წლის 26 ივნისის სია, ხელმოწერა: სტალინი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი, მიქოიანი

დაბადების თარიღი: 01/13/1892
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: საქართველო, საჩხერე
საცხოვრ. ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. № 5
განათლება: უმაღლესი. პროფესორი
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა:
სამუშაო ადგილი: პროფესიით პროფესორ-ბაქტერიოლოგი. ქ. თბილისის ბაქტერიოლოგიისა და ბაქტერიოფაგის ინსტიტუტების დირექტორი.
ნასამართლობა:
განყოფილება:
გაასამართლა: საქართველოს სსრ-ს უმაღლესი სასამართლოს სპეციალური სესია
მომხსენებელი:
მონაწილეობდნენ: ისაკაძე, ტატუზოვი, ჩხეტიანი, ჯაფარიძე
ბრალად ედება: საქმის მასალებიდან არ ჩანს, თუ რა გახდა გ. გ. ელიავას პასუხისგებაში მიცემის მიზეზი. როგორც გ. გ. ელიავას ჩვენებიდან ჩანს, 1918 წელს თბილისში იგი გადაიბირეს საჯაშუშოდ საფრანგეთის დაზვერვის სასარგებლოდ. ელიავა აგროვებდა და გადასცემდა მათ ინფორმაციას ქართველი ხალხის განწყობის და საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფრანგული გავლენის შესახებ. როგორც ჩანს ელიავას ჩვენებებიდან, 1924 წ. წითელ არმიაში საჯაშუშოდ მან გადაიბირა ქართული დივიზიის პოლკოვნიკი, ალექსანდრე მოსიძე, ფსევდონიმით „ამო“, რომლისგანაც ელიავა იღებდა მასალას საბჭოთა არმიის სტრუქტურასა და სიძლიერეზე, რისთვისაც თითო მოხსენებაში უხდიდა მას ანაზღაურების სახით 500-600 მანეთს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ელიავამ საფრანგეთის დაზვერვის წარმომადგენლის დავალებით კავშირი დაამყარა ბუდუ მდივანთან და კარპე მოდებაძესთან, რომელთაგანაც იგი სისტემატურად იღებდა ინფორმაციას ქართული ნაციონალისტური ცენტრის საქმიანობის შესახებ. ელიავა თავის ჩვენებებში ამბობს, რომ ინგლისური დაზვერვის დავალებით იგი ატარებდა დივერსიულ საქმიანობას და ახალ წევრებს იბირებდა საჯაშუშოდ ინგლისური დაზვერვის სასარგებლოდ. როგორც გ. გ. ელიავა 1937 წლის 7-9 ივნისის დაკითხვაზე აჩვენებს, ბუდუ მდივანი შეუთანხმდა მას ომის დროს საბჭოთა არმიის საწინააღმდეგო დარტყმისას ბაქტერიოლოგიის გამოყენებაზე და გააფრთხილა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მას დაუკავშირდებოდა მიხეილ ოკუჯავა. ელიავას თქმით, 1935 წელს, ბუდუ მდივანმა შესთავაზა მას, რომ ბაქტერიული მიკრობების საშუალებით მოეწყოთ ტერაქტი ბერიას წინააღმდეგ, მაგრამ ელიავამ ამაზე უარი უთხრა.
მუხლი: 58-6, 58-1-ა, 58-8, 58-9, 58-11
სასჯელის ზომა: გიორგი ელიავასთან მიმართებაში სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებები საქმეში არ ფიგურირებს, თუმცა არის 20.11-1940 წ. საქ. სსრ შინსახკომის 1-ლი განყოფილების ყოფილი უფროსის ცნობა იმის შესახებ, რომ სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ გიორგი გრიგოლის ძე ელიავას მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა.
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი:
დახვრეტის თარიღი: 07/09/1937
რეაბილიტაცია: ა: სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 22.08-1957 წლის განჩინებით საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
შენიშვნა: 1919 წელს გ. გ. ელიავა ჩავიდა პარიზში, პასტერის ინსტიტუტში სპეციალობის სრულყოფისთვის, საიდანაც 1931 წელს დაბრუნდა საქართველოში. საქმეში არ არის ჩართული გ. გ. ელიავას საქმეზე საბრალდებო დასკვნის ასლი. გ. გ. ელიავასთან მიმართებაში სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებები საქმეში არ ფიგურირებს, მაგრამ არის ცნობა, რომ მას დახვრეტა მიუსაჯეს.

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9