თა თე თვ თი თო თრ თუ თხ
თუმ თურ თუხ

თუხარელი გიორგი ალექსანდრეს ძე

1937 წლის 26 ივნისის სია, ხელმოწერა: სტალინი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი, მიქოიანი

დაბადების თარიღი: 1891 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: საქართველო, გორი რაიონი
საცხოვრ. ადგილი: ქ. თბილისი, საქართველოს სსრ, სასამართლოს ქუჩა № 33
განათლება:
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის თანაშემწე.
ნასამართლობა:
განყოფილება:
გაასამართლა: სამხედრო კოლეგია
მომხსენებელი:
მონაწილეობდნენ:
ბრალად ედება: კონტრრევოლუციური, ტროცკისტული ორგანიზაციის წევრობა. დაპატიმრებულია 17.04-1937 წელს შინსახკომის მიერ. გამოძიების დასაწყისში თუხარელი წაყენებულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა, მაგრამ 1937 წლის 18 ივნისის საკუთარი ხელით დაწერილ ჩვენებაში მიუთითებს, რომ 1935 წელს ლ. აღნიაშვილმა შეატყობინა მას ქ. მოსკოვში სამხედრო-ტერორისტული ცენტრის და თბილისში ამ კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ფილიალის არსებობის შესახებ, რომელშიც შედიოდნენ პეტრე აღნიაშვილი, ბუდუ მდივანი და, სავარაუდოდ, აკირტავა. 1937 წლის 4 ივლისის დაკითხვაზე თუხარელმა მისცა ჩვენება, რომ ხსენებულ კონტრრევოლუციურ სამხედრო ცენტრში იგი გადაიბირა პ. აღნიაშვილმა 1934 წელს და ამ უკანასკნელისგან გაიგო, რომ მასში შედიოდნენ თენგიზ ჟღენტი, ვლადიმერ ჯიქია, შალვა მათიკაშვილი, ხოლო იდეური ხელმძღვანელი იყო ბუდუ მდივანი. თუხარელის შემდგომი ჩვენებებით ამ ორგანიზაციაში ასევე შედიოდნენ გიორგი ქუთათელაძე, ა. მოსიძე და ნ. გედევანოვი. მათ აგრეთვე მიზნად ჰქონდათ დასახული, რომ გადაებირებინათ კევლიშვილი და აღლაძე. თუხარელმა ხსენებული კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრებად დაასახელა რიგი სამხედრო მოსამსახურეებისა, რის შესახებაც მისთვის ცნობილი გახდა ქუთათელაძის სიტყვებიდან, კერძოდ: ანთელავა, მამია ახვლედიანი, ადამიძე და თბილისის კომენდანტი შავდია. 05.07-1937 წლის დაკითხვაზე თუხარელმა დაასახელა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჩრდილო კავკასიის ინჟინრები ხაჩატურიანი, ჯაფაროვი და რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლები ლევანდოვსკი და იარცევი მავნებლური საქმიანობით ხელს უშლიდნენ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო აღმშენებლობას.
მუხლი: 58-1-ა, 58-7, 58-8, 58-11
სასჯელის ზომა: უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის 13.07-1937 წლის გადაწყვეტილებით მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა.
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 07/13/1937
დახვრეტის თარიღი: განაჩენი სისრულეშია მოყვანილი 13.07-1937 წ.
რეაბილიტაცია: სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 09.02-1957 წლის განჩინებით 12.07-1937 წლის საქმე შეწყდეს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო 12.02-1957 წ.
შენიშვნა: ნათესავებს აცნობეს გ. ა. თუხარელის გარდაცვალების შესახებ, საქ. სსრ შსს 1-ლი с.о.вх 399134, 12.12-1946 წლის შეტყობინებით. ამხ. ფ. ტ. თუხარელს აცნობეს, რომ მისი ქმარი გარდაიცვალა სასჯელის მოხდისას 12.07-1937 წ.

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9