კა კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კედ კევ კეი კეკ კენ კერ კეშ

კეიგელიუხისი იზრაელ სოლომონის ძე

1937 წლის 26 ივნისის სია, ხელმოწერა: სტალინი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი, მიქოიანი

დაბადების თარიღი: 1892 წ.
ეროვნება: ებრაელი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: საქართველო, ბათუმი
საცხოვრ. ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
განათლება: უმაღლესი
სოც. წარმომავლობა: მოსამსახურე
პარტიულობა: უპარტიო
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე - თბილისის ბაქტერიოლოგიის ინსტიტუტის სავაქცინაციო/სავაქცინო განყოფილების გამგე.
ნასამართლობა: ადრე არ არის ნასამართლევი.
განყოფილება: შინსახკომის მე-3 განყოფილება
გაასამართლა: სამხედრო კოლეგია
მომხსენებელი: შპერლინგი
მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
ბრალად ედება: რომ იყო აქტიური მონაწილე კ/რ ზინოვიევურ-ტროცკისტული ტერორისტული ორგანიზაციისა, რომელმაც 1934 წლის 1-ლ დეკემბერს ჩაიდინა ამხ. კიროვის საზარელი მკვლელობა და რომელიც მომდევნო 1934-1937 წლებში ამზადებდა ტერორისტულ აქტებს სკკპ(ბ) და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ. 1921 წელს კეიგელიუხისი გადაიბირა გ. გ. ელიავამ კ/რ ჯაშუშურ მავნებლურ ორგანიზაციაში. ელიავას დავალებით დაამზადა მავნებლური ვაქცინები, რომლებმაც ერთ შემთხვევაში გამოიწვია მასობრივი დაავადებანი სიღნაღის რ-ნში, რაც ლეტალური შედეგით დასრულდა. მავნებლურ საქმიანობასთან ერთად კეიგელიუხისი 1922-1936 წწ. ჯაშუშობდა კიდეც. კავშირში იყო გერმანული დაზვერვის აგენტებთან, გილბერტთან და გაუფთან და გადასცა მათ ინფორმაცია ბაქტერიული პრეპარატების წარმოებაში ბაქტერიოლოგიის ინსტიტუტის სიმძლავრის შესახებ.
მუხლი: 58-1-ა, 58-7, 58-8, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 07/11/1937
დახვრეტის თარიღი: 07/12/1937
რეაბილიტაცია: 1957 წლის 26 აგვისტოს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო პროკურორის თანაშემწის, იუსტიციის მაიორ ივანოვის მიერ გამოტანილია დასკვნა კეიგელიუხისის საქმის შეწყვეტის შესახებ მის ქმედებებში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9