მა მგ მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მჟ მუ მღ მშ მძ მჭ მხ
მია მიგ მიზ მიკ მილ მინ მირ მიტ მიუ მიქ მიწ მიხ

მიწიშვილი ნიკოლოზ იოსების ძე

1937 წლის 26 ივნისის სია, ხელმოწერა: სტალინი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი, მიქოიანი

დაბადების თარიღი: 1896 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: საქართველო, ქუთაისი, სოფ. ჯვარისა
საცხოვრ. ადგილი: ქ. თბილისი, საქართველოს სსრ, პლეხანოვის № 50
განათლება: საშუალო
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: უპარტიო
სამუშაო ადგილი: დაპატიმრების მომენტამდე იყო „ზარია ვოსტოკას“ მხატვრული ლიტერატურის განყოფილების გამგე.
ნასამართლობა:
განყოფილება:
გაასამართლა: სამხედრო კოლეგია
მომხსენებელი:
მონაწილეობდნენ:
ბრალად ედება: რომ იყო ანტისაბჭოთა ფაშისტური, ნაციონალისტური ორგანიზაციის აქტიური წევრი. 1923 წელს, პარიზში ყოფნისას, მიწიშვილმა ორგანიზაციული კავშირი დაამყარა მენშევიკური ემიგრაციის ხელმძღვანელ ნოე ჟორდანიასთან და ამ უკანასკნელისგან მიიღო მითითებები საბჭოთა კავშირში კონტრრევოლუციური საქმიანობის წარმართვის შესახებ. 1924 წელს მიწიშვილმა ჯაშუშების, ქარუმიძისა და პირუმოვის მეშვეობით კავშირი დაამყარა ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სახელმწიფოს დაზვერვასთან და გადასცემდა მას პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის საიდუმლო ცნობებს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ იგი გახდა ლიტერატორთა კონტრრევოლუციური ფაშისტურ-ნაციონალისტური დაჯგუფების წევრი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1935 წელს მიწიშვილმა ორგანიზაციული კავშირი დაამყარა საქართველოში ანტისაბჭოთა ცენტრთან და ტროცკისტ-ტერორისტ გასვიანის მეშვეობით მიიღო მითითება ტერორისტული და დივერსიული აქტების მომზადებაზე გადასვლის შესახებ. 1929 წელს ბრალდებული მიწიშვილი კვლავ გადაიბირა სხვა უცხო ქვეყნის დაზვერვამ, რომლის ჯაშუშურ დავალებებსაც იგი დაპატიმრებამდე ასრულებდა. დაპატიმრებულია 02.06-1927 წელს სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მე-4 განყ-ის მიერ.
მუხლი: 58-1-ა, 58-6, 58-7, 58-8, 58-10, 58-11
სასჯელის ზომა: სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის 13.07-1937 წლის დადგენილებით მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა.
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 07/13/1937
დახვრეტის თარიღი: განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი 13.07-1937 წელს.
რეაბილიტაცია: სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 28.04-1956 წლის განჩინებით ნიკოლოზ იოსების ძე მიწიშვილი რეაბილიტირებულია და საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
შენიშვნა: გამოძიებას აწარმოებდნენ ქობულოვი, სავიცკი და კრიმიანი.

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9