ლა ლე ლვ ლი ლო ლუ
ლაბ ლაგ ლად ლავ ლაზ ლაი ლაკ ლან ლაპ ლარ ლას ლაფ ლაღ ლაშ ლაც

ლარიონოვი ივანე გიორგის ძე

1938 წლის 3 იანვრის სია, ხელმოწერა: ჟდანოვი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი

დაბადების თარიღი: 1903 წ.
ეროვნება: რუსი
ოჯახური მდგ.: უცოლშვილო
დაბადების ადგილი: თეთრიწყაროს (აღბულახი) რ-ნი, დაბა მანგლისი, საქართველო
საცხოვრ. ადგილი: ქ. სტალინირი (ცხინვალი), საქართველოს სსრ
განათლება: უმაღლესი
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: უპარტიო
სამუშაო ადგილი: სამხრეთ ოსეთის მიწის დაგეგმვის სახალხო კომისარიატის აგრონომი
ნასამართლობა: არა
განყოფილება: შინსახკომის სამხრეთ ოსეთის აო-ს სამმართველო
გაასამართლა: შინსახკომის სამეული.
მომხსენებელი: გაგუა
მონაწილეობდნენ: ქობულოვი, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ იყო წევრი მემარჯვენე კ/რ არალეგალური ორგანიზაციისა და ამ ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა მავნებლობას სოფლის მეურნეობის დარგში. ამ ორგანიზაციაში გადაიბირა საბჭოთა ხელისუფლებისა და პარტიის მიერ გატარებული ღონისძიებებით გამოწვეული უკმაყოფილების ნიადაგზე 1936 წლის სექტემბერში ვასილ ხუბაევმა. მისი დავალებით ადგენდა შესასრულებლად შეუძლებელ გაზრდილ გეგმებს და გზავნიდა კოლმეურნეობებში. ზემდგომ ცენტრალურ ორგანოებში აგზავნიდა ნათესების შესრულების აღრიცხვის ფიქტიურ შედეგებს და შეცდომაში შეჰყავდა ისინი. ვასილ ხუბაევის დავალებით ორი ტრაქტორი გაგზავნა სოფ. იკოთში, როგორც მთის რელიეფისთვის განკუთვნილი, და ისინი მალე გამოვიდა მწყობრიდან. უკანონოდ ინახავდა ნაგანს.
მუხლი:
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 01/16/1938
დახვრეტის თარიღი: 01/20/1938
რეაბილიტაცია:
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9