1937 წლის 31 მაისის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი
დაბადების თარიღი: 1893 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: საქართველო, სიღნაღი, სოფ. ანაგა
საცხოვრ. ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, გერცენის ქ. № 9
განათლება: დაწყებითი
სოც. წარმომავლობა: მუშა
პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1917 წლიდან 1936 წლის ჩათვლით, გარიცხულია კ/რ ტროცკისტული საქმიანობისათვის.
სამუშაო ადგილი: საქ. სსრ ცაკ-თან არსებული ბავშვთა კომისიის ინსტრუქტორი
ნასამართლობა: არ იყო ნასამართლევი.
განყოფილება: შინსახკომის მე-3 განყოფილება
გაასამართლა: სამხედრო კოლეგია
მომხსენებელი:
მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
ბრალად ედება: (განაჩენიდან) რომ მსჯავრდებული ჯღამაძე იყო კ/რ ტროცკისტული ტერორისტული, იატაკქვეშეთის აქტიური ორგანიზაციის წევრი. იგი უთმობდა თავის ბინას ტროცკისტულ ორგანიზაციას არალეგალური შეკრებებისთვის, ორგანიზებას უწევდა გადასახლებული ტროცკისტებისთვის მატერიალური დახმარების შეგროვებას. მსჯავრდებული ჯღამაძე დაპატიმრების დღემდე არ წყვეტდა კ/რ საქმიანობას, ტროცკისტული შეხედულებების პროპაგანდას და ცილისმწამებლური მონაჭორის გავრცელებას საბჭოთა მთავრობისა და სკკპ (ბ) ხელმძღვანელობის შესახებ.
მუხლი: 17-58-8, 58-11
სასჯელის ზომა: სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ ნინა სიმონის ასულ ჯღამაძეს მიესაჯა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა, 5 წლით პოლიტიკური უფლების აყრით, მის საკუთრებაში არსებული პირადი ქონების სრული კონფისკაციით.
დაპატიმრების თარიღი: 09/03/1936
სხდომის თარიღი: 06/29/1937
დახვრეტის თარიღი:
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: საქ. შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მე-8 განყ-ის 23/08-1937 წლის ბრძანების თანახმად, საგანგებო ბადრაგის ზედამხედველობის ქვეშ, იგი 02.11-1937 წელს ეტაპირებულია სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს იაროსლავლის ციხის უფროსის განკარგულებაში.