1937 წლის 31 მაისის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი
დაბადების თარიღი: 1903 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.: გათხოვილი
დაბადების ადგილი: საქართველო, ქუთაისი
საცხოვრ. ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, სასამართლოს №50
განათლება: საშუალო
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: უპარტიო
სამუშაო ადგილი: შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. დაპატიმრების მომენტისთვის - უმუშევარი
ნასამართლობა: ადრე არ იყო ნასამართლევი.
განყოფილება: შინსახკომის მე-3 განყოფილება
გაასამართლა: სამხედრო კოლეგია
მომხსენებელი:
მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
ბრალად ედება: დანაშაულის ხასიათი - მონაწილეობა ხელოვნების ხაზით ანტისაბჭოთა ძირგამომთხრელი საქმიანობის დაჯგუფებაში, რუსთაველის თეატრის შესახებ მთავრობისა და პარტიის დადგენილებების დისკრედიტაცია. დაპატიმრებულია 28.01-1937 წ. საქ. სსრ შინსახკომის მიერ. მოთავსებულია კომენდატურში. წინასწარი გამოძიებისას მისცა ჩვენება, რომ 1934 წელს გადაიბირა კონტრრევოლუციურ ტერორისტულ ორგანიზაციაში ქმარმა, ა. ვ. ახმეტელმა და ხელოვნების ხაზით ეწეოდა ანტისაბჭოთა ძირგამომთხრელ საქმიანობას; კავშირი ჰქონდა უცხო ქვეყნის ჯაშუშ რადომსკისთან, ხოლო მოსკოვში გამგზავრების შემდგომ ჰქონდა მიმოწერა რუსთაველის თეატრის მუშაკთა ნაციონალისტური ჯგუფის წევრებთან თეატრში ძირგამომთხრელი საქმიანობის თაობაზე. სასამართლოზე თ. გ. წულუკიძე-ახმეტელმა არ დაადასტურა წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები, განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ თვლის, მაგრამ არ იცის, რაში, და რომ მისი ჩვენებები წინასწარი გამოძიებისას დამახინჯებულადაა დაფიქსირებული და ამიტომ არ ადასტურებს.
მუხლი: 17-58-8, 58-6, 58-10, 58-11
სასჯელის ზომა: სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის 29.06-1937 წ. დადგენილებით მიესაჯა ათი წლით პატიმრობა, 5 წლით უფლების აყრით და პირადი ქონების კონფისკაციით.
დაპატიმრების თარიღი: 01/28/1937
სხდომის თარიღი: 06/29/1937
დახვრეტის თარიღი:
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 11.02-1956 წ. განწესებით განაჩენი გაუქმებულია და საქმე № 4н-014545/55 შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.