ებ ეგ ედ ევ ეზ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ეჟ ერ ეს ეფ ეძ ეხ ეჯ
ესა ესე ესვ

ესაიანი ლევან არკადის ძე

1937 წლის 31 მაისის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი

დაბადების თარიღი: 1902 წ.
ეროვნება:
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი
საცხოვრ. ადგილი:
განათლება:
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი
სამუშაო ადგილი: დაპატიმრების მომენტამდე მუშაობდა ამიერკავკასიის შინსახკომის პატიმრობის ადგილების სამმართველოში თბილისის ციხის პატიმართა კორპუსის უფროსად.
ნასამართლობა: 1927 წელს ქეიფის დროს რესტორანში მოკლა თბილისის განსაკუთრებული დანიშნულების იზოლატორის უფროსი, რისთვისაც მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ორი წლით, ამის გამო პარტიიდანაც გაირიცხა.
განყოფილება: შინსახკომის მე-5 განყოფილება
გაასამართლა: სამხედრო კოლეგია
მომხსენებელი: ალტაევი
მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
ბრალად ედება: რომ თავის ძმას უტარებდა ანტისაბჭოთა საუბრებს, დაკავშირებული იყო გ. ი. ვარნაზოვთან, მისი თანდასწრებით ატარებდა კონტრრევოლუციურ საუბრებს. იყო დაპატიმრებული, მხარს უჭერდა კონტრრევოლუციონერ ტროცკისტებს, იზიარებდა მათ კონტრრევოლუციურ შეხედულებებს. ცდილობდა, ბაქოდან თბილისში გადაეყვანა პატიმარი კერერი, რისთვისაც მისგან მიიღო 3000 მანეთი. მოთავსებული იყო თბილისის ციხეში 30.03-1936 წლიდან. თავი დამნაშავედ არ ცნო არც ერთ დანაშაულში, თუმცა მისი დანაშაული დამტკიცებულია მოწმეთა ჩვენებებით და პირზე დაყენებით.
მუხლი: 58-10, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა
დაპატიმრების თარიღი: 03/30/1936
სხდომის თარიღი: 06/28/1937
დახვრეტის თარიღი: 06/29/1937
რეაბილიტაცია:
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9