ვა ვე ვი ვლ ვო ვრ
ვაი ვალ ვან ვარ ვას ვაშ ვაჩ ვაძ ვაჭ ვახ

ვაშაყმაძე ივანე ალექსის ძე

1937 წლის 31 მაისის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი

დაბადების თარიღი: 1902 წ.
ეროვნება:
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი:
საცხოვრ. ადგილი: თბილისი, საქართველოს სსრ
განათლება: უმაღლესი. ფილოსოფიის პროფესორი
სოც. წარმომავლობა: გლეხი
პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს ყოფილი წევრი 1917 წლიდან.
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის დირექტორი. დაპატიმრების მომენტისთვის მუშაობდა სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამედიცინო ინსტიტუტში.
ნასამართლობა:
განყოფილება:
გაასამართლა: სამხედრო კოლეგია
მომხსენებელი:
მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
ბრალად ედება: რომ ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში შექმნა კ/რ ტროცკისტული ორგანიზაცია და ტერორისტული ჯგუფი, რომელშიც გაწევრიანებული იყვნენ ინსტიტუტის თანამშრომლები. სასამართლო სხდომაზე ვაშაყმაძემ თავი დამნაშავედ არ ცნო და თქვა, რომ წინასწარი გამოძიებისას მისცა არასწორი ჩვენება, რადგან დაკითხვებით იყო დაღლილი; 1927 წელს სრულად გამოეყო ტროცკიზმს და იმ დროიდან თავად ებრძოდა აქტიურად ტროცკისტებს. გარდა ამისა, ვაშაყმაძემ სასამართლოზე აჩვენა, რომ ტროცკისთან და პიატაკოვთან პირადი კავშირი არ ჰქონია, ხოლო ბუდუ მდივანი, ჩიხლაძე და სხვა ტროცკისტები ცილს სწამებენ და მათი ჩვენებები პირდაპირი შურისძიებაა ტროცკისტებთან აქტიური ბრძოლის გამო.
მუხლი: 58-8, 58-10, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა
დაპატიმრების თარიღი: 03/28/1937
სხდომის თარიღი: 06/29/1937
დახვრეტის თარიღი: 06/29/1937
რეაბილიტაცია: სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1957 წლის 12 ივლისის განჩინებით ვაშაყმაძის საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
შენიშვნა: საბრალდებო დასკვნა ვაშაყმაძის საქმეზე შედგენილია 1937 წლის 25 ივნისს შინსახკომის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამმართველოს ოპერატიული განყოფილების უფროსის თანაშემწის, კაპიტან ბერესტეცკის მიერ. დაპატიმრებას საფუძვლად უდევს 1937 წლის 13 თებერვალს საქ. სსრ კპ(ბ) ცეკას სახელზე გოგლიძის მიერ ხელმოწერილი მოხსენებითი ბარათი, სადაც აღწერილია ვაშაყმაძის ტროცკისტული საქმიანობა. მოხსენებითი ბარათი შედგენილია ვაშაყმაძის დაპატიმრებაზე სანქციის გაცემის თხოვნით. აღნიშნულ ბარათზე 23.03.1937 წ. ადევს რეზოლუცია: „თანახმა ვარ. ლ.ბ.“

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9