გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გაბ გაგ გად გავ გაზ გაი გალ გამ გარ გას გაჩ გახ გაჯ

გალდავა შუშანა ნესტორის ასული

1937 წლის 31 მაისის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი

დაბადების თარიღი: 1886 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.: გაუთხოვარი
დაბადების ადგილი: საქართველო, ქუთაისის რაიონი, სოფ. ღანირი
საცხოვრ. ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, მახარაძის ქ. №13
განათლება: არასრული უმაღლესი
სოც. წარმომავლობა: სასულიერო წოდების
პარტიულობა: 1904 წლიდან 1928 წლამდე სკკპ(ბ)-ს წევრი. გარიცხულია როგორც ტროცკისტი.
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე - ბავშვთა ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი. პროფესიით პედაგოგი. 1914 წელს დაამთავრა ქალთა უმაღლესი კურსების ისტორიის ფაკულტეტი თბილისში.
ნასამართლობა: 1929 წ. მიესაჯა გადასახლება 3 წლით და გადასახლებიდან თვალთმაქცურად დაბრუნდა 1931 წელს.
განყოფილება: შინსახკომის ხაშურის რაიგანყოფილება
გაასამართლა: სამხედრო კოლეგია
მომხსენებელი: გასიევი
მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
ბრალად ედება: რომ 1) 1929 წელს დააპატიმრეს და გაასამართლეს აქტიური არალეგალური საქმიანობისთვის. გადასახლებაშიც აგრძელებდა ტროცკისტულ საქმიანობას. თვალთმაქცურად გააკეთა ტროცკიზმისგან განდგომის განცხადება და 1931 წელს თბილისში დაბრუნების შემდეგ დარჩა ურყევ ტროცკისტად; 2) 1934 წელს გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ შეხვდა აქტიურ არალეგალ ბენო კალანდაძეს, რომელთანაც ჰქონდა კონტრრევოლუციური საუბრები და უკანასკნელ დრომდე ინარჩუნებდა მჭიდრო კავშირს სულაქველიძეს, დიდიძესა და დარახველიძესთან. ბრალი აღიარა ნაწილობრივ. მხილებულია დიდიძის, დარახველიძისა და სულაქველიძის ჩვენებებით.
მუხლი: 17-58-8, 58-11
სასჯელის ზომა: სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ შუშანა ნესტორის ასულ გალდავას მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით, 5 წლით პოლიტიკური უფლების აყრით, მთელი მისი კუთვნილი ქონების კონფისკაციით.
დაპატიმრების თარიღი: 10/08/1936
სხდომის თარიღი: 06/28/1937
დახვრეტის თარიღი:
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: სასჯელის ვადის ათვლა დაიწყოს 1936 წლის 8 ოქტომბრიდან. 1937 წლის 23 აგვისტოს სპეციალური თანხლებით გადაგზავნილია ქ. იაროსლავლში იაროსლავლის ციხის უფროსის განკარგულებაში.

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9