მა მგ მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მჟ მუ მღ მშ მძ მჭ მხ
მდი მდო

მდივანი ბუდუ (პოლიკარპე) გურგენის ძე (გიორგის ძე)

1937 წლის 31 მაისის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი

დაბადების თარიღი: 1877 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: საქართველო, ხონი
საცხოვრ. ადგილი:
განათლება: არასრული უმაღლესი
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი 1903 წლიდან
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე საქ. სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
ნასამართლობა:
განყოფილება:
გაასამართლა: საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სპეც. სესია
მომხსენებელი:
მონაწილეობდნენ: ისაკაძე, ტატუზოვი, ჩხეტიანი, ჯაფარიძე
ბრალად ედება: ბ. გ. მდივნის დაპატიმრების საფუძველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება, თუ არ გავითვალისწინებთ საქართველოს თაობაზე პარტიული კონტროლის კომიტეტის სრულუფლებიანი კომისიის 02.10-1936 წლის №218 ოქმის ამონაწერს იმის შესახებ, რომ გადასახლებიდან დაბრუნებული და სკკპ (ბ) რიგებში აღდგენილი ბ. მდივანი, ატყუებდა პარტიას, საპასუხისმგებლო საბჭოთა სამსახურში მუშაობის კვალდაკვალ აგრძელებდა ურთიერთობას გადასახლებიდან დაბრუნებულ კონტრრევოლუციონერ ტროცკისტებთან, ბოლო 4 წლის მანძილზე მრავალჯერ შეხვდა კონტრრევოლუციური ზინოვიევურ-ტროცკისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და ჰქონდა მათთან პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საუბრები, რაც დასტურდება დაპატიმრებული კონტრრევოლუციონერი ტროცკისტების მ. ოკუჯავას, ლ. გასვიანის, ს. ჩიხლაძისა და სხვათა ჩვენებებით. საქ. სსრ უზენაესი სასამართლოს 1937 წლის ივლისის განაჩენით, ბრალდებულ ბუდუ გურგენის ძე მდივანს მიესაჯათ სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა.
მუხლი: 58-1-ა, 58-6, 58-7, 58-8, 58-10, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით
დაპატიმრების თარიღი: 10/17/1936
სხდომის თარიღი: 07/09/1937
დახვრეტის თარიღი: განაჩენი სისრულეშია მოყვანილი 1937 წლის 9-დან 10 ივლისის ღამეს.
რეაბილიტაცია: სსრკ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1956 წლის 29 სექტემბრის № 02-ТСБ-1522-56 განჩინებით, ბ. გ მდივანის საქმე შეწყვეტილია რსფსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად.
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9