1938 წლის 3 იანვრის სია, ხელმოწერა: ჟდანოვი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი
დაბადების თარიღი: 1898 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.: ცოლშვილიანი
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი, საქართველო
საცხოვრ. ადგილი:
განათლება: უმაღლესი
სოც. წარმომავლობა: აზნაური
პარტიულობა: უპარტიო
სამუშაო ადგილი: ამიერკავკასიის რკინიგზის ელექტრიფიკაციის განყოფილების საპროექტო განყოფილების უფროსი
ნასამართლობა: არ იყო ნასამართლევი.
განყოფილება: ამიერკავკასიის რკინიგზის შინსახკომის საგზაო-სატრანსპორტო განყოფილება; დაკავებული იყო შინსახკომის შინაგან ციხეში.
გაასამართლა: შინსახკომის სამეული.
მომხსენებელი: რუბეცი
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ იყო გადაბირებული ამიერკავკასიის რკინიგზის კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციის წევრის ლევინის მიერ, ეწეოდა მავნებლობას რკინიგზის ელექტიფიკაციის დაპროექტების ხაზით, რის შედეგადაც თბილისი-აქსტაფის მონაკვეთზე ზარალმა შეადგინა ოთხი მილიონი მანეთი. მენშევიკურმა მთავრობამ საფრანგეთში გაგზავნა სასწავლებლად, სადაც 1925 წლამდე რჩებოდა საქართველოს მოქალაქედ. სსრკ-ში დაბრუნების შემდეგ ინარჩუნებდა კავშირს საზღვარგარეთთან. იყო შოვინისტურად განწობილი და ეწეოდა ა/ს აგიტაციას.
მუხლი:
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი: 09/01/1937
სხდომის თარიღი: 12/25/1937
დახვრეტის თარიღი: 12/26/1937
რეაბილიტაცია: რეაბილიტირებულია საქართველოს უმაღლესი სასამართლოს 1956 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით.
შენიშვნა: