კა კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კიდ კიზ კიკ კილ კინ კირ კის კიტ კიუ კიღ კიწ

კიურკჩიბაშევი ხაჩატურ ავეტისის ძე

1937 წლის 31 მაისის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი

დაბადების თარიღი: 1890 წ.
ეროვნება: სომეხი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: საქართველო, ქუთაისი
საცხოვრ. ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, ენგელსის ქ. № 52
განათლება: უმაღლესი
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი
სამუშაო ადგილი: პროფესიით ინჟინერი, წითელი ჯვრის სამრეწველო განყ-ის უფროსის მოადგილე
ნასამართლობა: წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი.
განყოფილება:
გაასამართლა: სამხედრო კოლეგია
მომხსენებელი:
მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
ბრალად ედება: მოათავსეს საქ. შინსახკომში. კიურკჩიბაშევის დაპატიმრების საფუძველი გახდა საქ. სსრ შინსახკომის საიდუმლო პოლიციის განყ-ის უფროსის, სულთანიშვილის ხელმოწერილი ცნობა იმის შესახებ, რომ კიურკჩიბაშევი აგზავნიდა გერმანიიდან ტროცკისტულ და ემიგრანტულ ლიტერატურას. გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობაში კიურკჩიბაშევი ამხილეს მიქაძემ, აბაშიძემ, შვაბემ და მასხულიამ, თუმცა მათი პირზე დადგომა არ შემდგარა.1937 წლის 28 ივნისს კიურკჩიბაშევის ბრალდების საქმე განიხილა სსრკ-ს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დახურულ სასამართლო სხდომაზე, რომლის დროსაც კიურკჩიბაშევმა წაყენებულ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო, მაგრამ დაადასტურა, რომ გერმანიიდან თავის სიძეს, ლ. აღნიაშვილს გამოუგზავნა ტროცკისტული ლიტერატურა; მიქაძის, აბაშიძის, შვაბეს და მასხულიას ჩვენებების სისწორე უარყო.
მუხლი: 58-10
სასჯელის ზომა: დახვრეტა
დაპატიმრების თარიღი: 09/26/1936
სხდომის თარიღი: 06/28/1937
დახვრეტის თარიღი: 06/29/1937
რეაბილიტაცია: სსრკ-ს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 19.10-1957 წლის განჩინებით №4н-04876/57 საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ხელმოწერილია 12.12-1957 წ.
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9