კა კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კრა კრე კრი კრუ

კრასოტკინი სერგეი მიხეილის ძე

1937 წლის 31 მაისის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი

დაბადების თარიღი: 1904 წ.
ეროვნება: რუსი
ოჯახური მდგ.: ცოლშვილიანი
დაბადების ადგილი: რუსეთი, კოსტრომის გუბერნია, სოფ. კალინკი
საცხოვრ. ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, მიასნიკოვის ქ. № 109
განათლება: საშუალო
სოც. წარმომავლობა: გლეხი
პარტიულობა: ალკკ წევრი 1923 წლიდან, გარიცხეს 1927 წელს საპრონოველთა ორგანიზაციის წევრობის გამო.
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე მუშაობდა სტალინის სახ. თბილისის ფეხსაცმელების ფაბრიკა №1-ის ტექნიკურ ხელმძღვანელად.
ნასამართლობა: ადრე ნასამართლევი არ ყოფილა.
განყოფილება: შინსახკომის მე-4 განყოფილება
გაასამართლა: სამხედრო კოლეგია
მომხსენებელი: მოვსესოვი
მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
ბრალად ედება: რომ: 1) იყო საპრონოვის კ/რ ტერორისტული ორგანიზაციის აქტიური წევრი. 2) ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას საწარმოში. თავი დამნაშავედ ცნო, რომ იყო საპრონოველთა კ/რ ორგანიზაციის მონაწილე 1928 წლამდე. უარყოფს ორგანიზაციულ კავშირებს მომდევნო წლებში და მავნებლურ საქმიანობას საწარმოში. მხილებულია ჩეპელოვას, შეიკინას, შუგაევის, არკოვიჩის, ლანტაროვის, პოლიკშის, კაზაკევიჩის, ბელიაკინის, მაისურაძის ჩვენებებით, აგრეთვე საქმეში არსებული კომისიის დასკვნით.
მუხლი: 17-58-8, 58-11
სასჯელის ზომა: სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ მიესაჯა 10 წლით თ/ა პირადი ქონების კონფისკაციით და 5 წლით ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევით. სასჯელის ვადის ათვლა დაიწყოს 1936 წლის 14 ოქტომბრით.
დაპატიმრების თარიღი: 10/14/1936
სხდომის თარიღი: 07/01/1937
დახვრეტის თარიღი:
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: 1937 წლის 23 აგვისტოს სპეცთანხლებით გადაგზავნილია ქ. ვოლოგდაში, სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს ვოლოგდის ციხის უფროსის განკარგულებაში.

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9