ბა ბე ბზ ბი ბლ ბო ბჟ ბრ ბუ ბღ
ბეგ ბედ ბეი ბეკ ბელ ბენ ბეჟ ბერ ბეს ბეღ ბეშ

ბეჟუაშვილი დავით სიმონის ძე

1937 წლის 10 აგვისტოს სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი

დაბადების თარიღი: 1902 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: საქართველო, ზესტაფონი, სოფ. ქვედა საქარა
საცხოვრ. ადგილი: საქართველოს სსრ
განათლება:
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: უპარტიო. წარსულში - ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაცია
სამუშაო ადგილი: მასწავლებელი
ნასამართლობა: კ/რ საქმიანობისთვის დაპატიმრებული იყო 1924 წელს.
განყოფილება: შინსახკომის ზესტაფონის (ჯუღელი) რაიგანყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: სხირტლაძე
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ 1921-22 წლებში და 1923 წელს იყო „ახალგაზრდა მარქსისტთა“ ორგანიზაციის ცენტრალური კომიტეტის წევრი და არალეგალური მენშევიკური ორგანიზაციის წევრი. 1921-1923 წლებში მენშევიკების პარტიის ცკ-ის დავალებით რამდენჯერმე ჩამოვიდა თბილისიდან ზესტაფონში, სადაც ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა მარქსისტებისა და მენშევიკების არალეგალურ ორგანიზაციას. ამ პერიოდში მას კავშირი ჰქონდა ცნობილ მენშევიკ სეიდ დევდარიანთან. მისი დავალებით ბეჟუაშვილი ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის, „ახალი გზის,“ სალიკვიდაციო ბიუროს, ამავე დროს მას დავალებული ჰქონდა იატაკქვეშა მენშევიკური კადრების შენარჩუნება. 1935-1936 წწ. ბეჟუაშვილს მჭიდრო კავშირი ჰქონდა გამოაშკარავებულ კ/რ ტროცკისტ ბოგვერაძესთან. 1935-1936 წლებში ბეჟუაშვილი მოსწავლეებს შორის ეწეოდა კ/რ ტროცკისტულ აგიტაციას. 1933 წელს ბეჟუაშვილი გადაბირებულ იქნა ზესტაფონის რაიონის არალეგალური კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ. ბეჟუაშვილმა თავი დამნაშავედ ცნო 1924 წლამდე არალეგალურ ორგანიზაციის წევრობაში.
მუხლი:
სასჯელის ზომა: გაიგზავნოს შრომა-გასწორების ბანაკში 10 (ათი) წლით
დაპატიმრების თარიღი: 06/28/1937
სხდომის თარიღი: 11/15/1937
დახვრეტის თარიღი:
რეაბილიტაცია:
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9