ებ ეგ ედ ევ ეზ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ეჟ ერ ეს ეფ ეძ ეხ ეჯ
ელბ ელე ელი

ელიავა შალვა ზურაბის ძე

1937 წლის 10 აგვისტოს სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი

დაბადების თარიღი: 1885 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი:
საცხოვრ. ადგილი: ქ. მოსკოვი, რსფსრ
განათლება:
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: საკავშირო კპ (ბ)-ს წევრი 1904 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა 1937 წელს კ/რ საქმიანობის გამო.
სამუშაო ადგილი: სსრკ-ის მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისრის მოადგილე.
ნასამართლობა:
განყოფილება:
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: კრიმიანი
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი საქართველოში. იყო რა უშუალოდ დაკავშირებული მემარჯვენეთა საკავშირო კ/რ ცენტრთან, მონაწილეობდა ტერაქტების მომზადებაში საბჭოთა მთავრობისა და საკავშირო კპ (ბ)-ს ხელმძღვანელების წინააღმდეგ. კავშირი ჰქონდა საკავშირო კ/რ სამხედრო ცენტრთან და ეწეოდა აქტიურ ჯაშუშურ-სადაზვერვო საქმიანობას ზოგიერთი უცხოური სახელმწიფოს სასარგებლოდ.
მუხლი: 58-1-а, 58-8, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით
დაპატიმრების თარიღი: 06/21/1937
სხდომის თარიღი: 12/03/1937
დახვრეტის თარიღი: 12/12/1937
რეაბილიტაცია: ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალმა იხელმძღვანელა საქ. სსრ სისხლის სამართლის პროცესუალური კოდექსის 417 მუხლით და განაჩინა: საქ. სსრ შინსახკომის სამეულის 1937 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება შალვა ზურაბის ძე ელიავას მიმართ გაუქმდეს და საქმის წარმოება შეწყდეს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. იუსტიციის პოლკოვნიკი ლატიშევი, 19/05-1956 წ.
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9