1937 წლის 10 აგვისტოს სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი
დაბადების თარიღი: 1907 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.: ქვრივი
დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი, საქართველო
საცხოვრ. ადგილი: ქ. ლანჩხუთი, საქართველოს სსრ
განათლება:
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ)-ს რიგებიდან გარიცხული იქნა 1937 წელს კ/რ ტროცკისტული საქმიანობისთვის. იმავე წელს, პარტიიდან გარიცხვის გამო, გოგიჩაიშვილმა თავითმკვლელობის მიზნით თავი მოიწამლა.
სამუშაო ადგილი: ლანჩხუთის თეატრის ყოფილი დირექტორი.
ნასამართლობა: არ იყო ნასამართლევი.
განყოფილება: შინსახკომის ლანჩხუთის რაიგანყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: კვინტრაძე
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ 1927 წელს ხმა მისცა კ/რ ტროცკისტებს. ეკუთვნოდა კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციას. გოგიჩაიშვილს მჭიდრო კავშირი ჰქონდა არალეგალური კ/რ ორგანიზაციის ხელმძღვანელ პარმენ ცინცაძესთან (გადასახლებულია). იმყოფებოდა შეკრებაზე პარმენ ცინცაძის სახლში 1934 წელს, როდესაც ამ უკანასკნელს ეწვია კ/რ ცენტრის წევრი ვარდინი. აღნიშნული შეკრება იმართებოდა ვახშამის სახით და მასზე ადგილი ჰქონდა ანტისამთავრობო და ანტიპარტიულ საუბრებს. გოგიჩაიშვილი ქალაქის საბჭოს თავჯდომარეობის დროს ეხმარებოდა კ/რ ტროცკისტებს და არ კრეფდა მათგან სახელმწიფო გადასახადებს. ჯურუყვეთის სოფლის საბჭოში საქმიანობის დროს გოგიჩაიშვილმა ჩაშალა სამუშაოები.
მუხლი:
სასჯელის ზომა: გაიგზავნოს შრომა-გასწორების ბანაკში 10 (ათი) წლით.
დაპატიმრების თარიღი: 08/02/1937
სხდომის თარიღი: 12/14/1937
დახვრეტის თარიღი:
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: 1940 წ. თებერვალში გაათავისუფლეს.