და დგ დე დვ დი დო დრ დუ
დია დიდ დიკ დილ დიმ დინ დიპ დიტ

დიტრიხი იოსებ ალფონსის ძე

1937 წლის 10 აგვისტოს სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი

დაბადების თარიღი: 1904 წ.
ეროვნება: გერმანელი
ოჯახური მდგ.: ცოლშვილიანი
დაბადების ადგილი: პოვოლჟიე, სამარის ოლქი, სოფ. ზელმანი, რუსეთი
საცხოვრ. ადგილი: ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. № 4, საქართველოს სსრ, აჭარის სსრ
განათლება: არასრული საშუალო
სოც. წარმომავლობა: მუშა
პარტიულობა: უპარტიო
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე იყო აჭარისწყლის ჰესის მოლარე.
ნასამართლობა: 1933 წელს გაფლანგვისთვის მიესაჯა 2 წელი იძულებითი სამუშაოები.
განყოფილება:
გაასამართლა: სამხედრო კოლეგია
მომხსენებელი: ხარა
მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
ბრალად ედება: რომ 1932 წლიდან დაპატიმრებამდე იყო გერმანული დაზვერვის ჯაშუში, ასრულებდა ჯაშუშურ დავალებებს, იღებდა ჯაშუშობისთვის ფულს, გერმანული დაზვერვისგან მიღებული ჰქონდა დავალება კონტრრევოლუციური, ფაშისტური დაჯგუფებების გამრავლებისა. ატარებდა ანტისაბჭოთა ფაშისტურ პროპაგანდას. ბრალდებულმა ი. ა. დიტრიხმა აღიარა წაყენებული ბრალდებები და თავი დამნაშავედ ცნო.
მუხლი: 58-1-а, 58-8, 8-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა
დაპატიმრების თარიღი: 02/27/1937
სხდომის თარიღი: 09/14/1937
დახვრეტის თარიღი: 09/15/1937
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: არსებობს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის თავმჯდომარის იუსტიციის პოლკოვნიკის, ვ. ბორისოგლებსკის 1956 წლის 18-20 თებერვლის მითითება სსრკ შსს მილიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, სსრკ შსს 1-ლი სპეც განყ-ის და მთავარი სამხედრო პროკურორის სახელზე, მიეცეს მმაჩის შესაბამის განყოფილებას მითითება, რომ გენრიხ ალფონსის ძე დიტრიხს მიეცეს მისი ძმის, იოსებ ალფონსის ძე დიტრიხის სიკვდილის ცნობა, სიტყვასიტყვით შემდეგი: „გაცნობებთ, რომ ი. ა. დიტრიხი, დაბ. 1904 წელს, გასამართლებულ იქნა 1937 წლის 14 სექტემბერს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ. გარდაიცვალა სასჯელის მოხდის პერიოდში, 1939 წლის 9 მაისს.“

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9