ვა ვე ვი ვლ ვო ვრ
ვედ ვეზ ვეი ვეკ ველ ვერ ვეს ვეტ ვეფ

ვეინბერგერი ედუარდ (პეტრე) ივანეს ძე (ანდრიას ძე)

1937 წლის 10 აგვისტოს სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი

დაბადების თარიღი: 1907 წ.
ეროვნება: გერმანელი
ოჯახური მდგ.: ცოლშვილიანი
დაბადების ადგილი: ოდესის ოლქი, მოსტოვის რ-ნი, სოფ. როშტადტი, უკრაინა
საცხოვრ. ადგილი: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. სალიბაური, საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ
განათლება: დაწყებითი
სოც. წარმომავლობა: კულაკი, განკულაკებული.
პარტიულობა: უპარტიო
სამუშაო ადგილი: უპროფესიო. სალიბაურის ჩაის საბჭოთა მეურნეობაში ჩაის მიმწოდებელი მუშა
ნასამართლობა:
განყოფილება: აჭარის ასსრ-ის შინსახკომი
გაასამართლა: სამხედრო კოლეგია
მომხსენებელი: გუბანოვი
მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
ბრალად ედება: რომ 1) 1932 წლიდან დაპატიმრების დღემდე 24/04-1937 წ. იყო კ/რ ფაშისტური, მეამბოხე-ტერორისტული და ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი. გამუდმებით ეწეოდა კ/რ საქმიანობას და იბრძოდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. თავდაპირველად იყო კ/რ ფაშისტურ მეამბოხე ტერორისტულ და ჯაშუშურ ორგანიზაციაში ქ. როშტადტში (ოდესის ოლქი), ხოლო როშტადტში ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემდეგ, 1935 წელს სალიბაურის საბჭოთა მეურნეობაში შექმნა კ/რ ფაშისტური, მეამბოხე- ტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1936 წლის დასაწყისამდე, კ/რ ფაშისტურ მეამბოხე ტერორისტულ და ჯაშუშურ ორგანიზაციასთან გაერთიანებამდე, რომელსაც ხელმძღვანელობდა გერმანული დაზვერვის აგენტი ალექსანდრ ცენტნერი. 2) ორგანიზაციის დავალებით ამზადებდა გერმანელებს შეიარაღებული აჯანყებისთვის საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და მასობრივი ტერორისტული აქტების განსახორციელებლად კომპარტიისა და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ. 3) კ/რ ორგანიზაციის გადაწყვეტილებით უნდა გამგზავრებულიყო ოდესაში, იქ კომპარტიისა და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების განსახორციელებლად.
მუხლი: 58-8, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა
დაპატიმრების თარიღი: 04/23/1937
სხდომის თარიღი: 09/19/1937
დახვრეტის თარიღი: 09/20/1937
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: „სამხედრო კოლეგიის სიაში შეცდომითაა მითითებული დაპატიმრებული ვეინბერგერის სახელი - ედუარდი. მისი ზუსტი გვარი, სახელი, მამის სახელია: ვეინბერგერი პეტრე ანდრეას ძე“. – 1937 წლის 16 სექტემბრის ცნობა.

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9