1937 წლის 31 მაისის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი
დაბადების თარიღი: 1893 წ.
ეროვნება: სომეხი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი
საცხოვრ. ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, ტურგენევის ქ. №4
განათლება:
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე - არტელ „ცისკრის“ თავმჯდომარე. პროფესიით მძღოლი-ავტომექანიკოსი.
ნასამართლობა:
განყოფილება: შინსახკომის მე-4 განყოფილება
გაასამართლა: სამხედრო კოლეგია
მომხსენებელი:
მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
ბრალად ედება: მონაწილეობდა მუდრის ტერორისტულ დაჯგუფებაში, რომელიც ამზადებდა ტერაქტს ბერიას წინააღმდეგ. წინასწარ გამოძიებაზე 1937 წლის 5 მარტს პირგულოვმა წაყენებული ბრალდება კატეგორიულად უარყო, მაგრამ შემდეგ, საქ. სსრ შინსახკომის ყოფილი თანამშრომლების, ჟუკოვის, სავიცკისა და ხაზანოვის მიერ მისი დაკითხვის შემდეგ, თავი დამნაშავედ ცნო მუდრის ტერორისტული დაჯგუფებისადმი კუთვნილებასა და ბერიას მკვლელობის განზრახვაში და მოცემული დაჯგუფების წევრებად დაასახელა მ. კიკნაძე, ალანია, კაპლანი, გიორგი კიკნაძე, პოპოვი, პოდოლსკი, ციბაძე, ლიდსკი, კუჩენოვსკი, დენიაგა, ნახაპეტოვი და ბერზინი. პირგულოვის განმარტებით, ამ ჯგუფში ჩათრეულნი იყვნენ მუდრის მიერ ბერიას ხელმძღვანელობით საერთო უკმაყოფილების ნიადაგზე. პირგულოვის გასამართლების საფუძველი გახდა აგრეთვე ბრალდებულების - ბ. მდივნის, მ. ტოროშელიძის და გიორგი კიკნაძის ჩვენებები. სასამართლოზე პირგულოვმა თავი დამნაშავედ ცნო.
მუხლი: 58-8, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა
დაპატიმრების თარიღი: 08/21/1936
სხდომის თარიღი: 06/26/1937
დახვრეტის თარიღი: 06/27/1937
რეაბილიტაცია: სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 20.07-1957 წლის განჩინებით №4н-021430/56 საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
შენიშვნა: