ტა ტე ტვ ტი ტო ტრ ტუ ტყ
ტოკ ტომ ტორ ტოჩ

ტოროშელიძე მალაქია გიორგის ძე

1937 წლის 31 მაისის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი

დაბადების თარიღი: 1880 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: საქართველო, ამბროლაური, სოფ. სხვავა
საცხოვრ. ადგილი: თბილისი, საქართველოს სსრ
განათლება: უმაღლესი
სოც. წარმომავლობა: გლეხი
პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი
სამუშაო ადგილი: განათლებით იურისტი. დაპატიმრების მომენტში იყო განათლების სახალხო კომისარი
ნასამართლობა:
განყოფილება: საიდუმლო-პოლიტიკური განყოფილება
გაასამართლა: საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სპეც. სესია
მომხსენებელი:
მონაწილეობდნენ: ისაკაძე, ტატუზოვი, ჩხეტიანი, ჯაფარიძე
ბრალად ედება: ტოროშელიძე დაპატიმრებულია 09.10-1936 წელს საქ. სსრ შინსახკომის საიდუმლო-პოლიტიკური განყ-ის დადგენილებით. დაპატიმრების მოტივი იყო „კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ საქმიანობა“. ტოროშელიძის ბრალდების საქმის გამოძიება დასრულდა 1937 წლის 29 მაისს. 1937 წლის 14, 16 და 20 ივნისს ტოროშელიძე კვლავ დაჰკითხეს და მან აღიარა დანაშაული, რომ 1935 წელს შევიდა კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ ცენტრში, რომელიც ამზადებდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და ტერაქტების ორგანიზებას, პირველ რიგში კი ბერიას წინააღმდეგ. ჩვენებაში მიუთითა, რომ კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ ორგანიზაციაში იგი 1935 წელს გადაიბირა ბ. მდივანმა, ამასთანავე დაასახელა მისთვის ცნობილი რიგი პირებისა, რომლებსაც იგი მდივნის ნათქვამით იცნობდა, როგორც კონტრრევოლუციური ტროცკისტული ორგანიზაციის წევრებს (იმ დროისათვის მათი უმრავლესობა დაპატიმრებული იყო). მან ასევე აღიარა, რომ, მართალია, იყო სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე და მისი ვარაუდით, ადგილი ჰქონდა მავნებლობას ნავთობმოპოვებაში, მოლიბდენის მოპოვებაში, ბორჯომის ელექტროსადგურის მშენებლობასა და სოფელ დუშეთთან დამეწყრილი რაიონის შემოვლითი გზის მშენებლობაში, მაგრამ არ რეაგირებდა.
მუხლი: 17-58-8, 17-58-9, 58-10, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა
დაპატიმრების თარიღი: 10/09/1936
სხდომის თარიღი: 07/09/1937
დახვრეტის თარიღი: 07/09/1937
რეაბილიტაცია: მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე სსრკ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 10/03-1956 წ. განჩინებით რეაბილიტირებულია.
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9