ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფუ ფხ
ფილ ფინ ფიო ფირ ფიჩ ფიც

ფირუმოვი სიმონ გრიგოლის ძე

1937 წლის 31 მაისის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი

დაბადების თარიღი: 1899 წ.
ეროვნება: სომეხი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: აზერბაიჯანი, მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი, ქ. შუშა
საცხოვრ. ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
განათლება: უმაღლესი
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი 1926 წლიდან
სამუშაო ადგილი: დაპატიმრების მომენტში მუშაობდა ტრანსპორტის ინჟინერთა ამიერკავკასიის ინსტიტუტის უფროსად.
ნასამართლობა:
განყოფილება:
გაასამართლა: სამხედრო კოლეგია
მომხსენებელი:
მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
ბრალად ედება: რომ იყო კონტრრევოლუციური ზინოვიევურ-ტროცკისტული ტერორისტული და დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 01.12-1934 წ. განახორციელა ამხ. კიროვის მხეცური მკვლელობა და რომელიც ამზადებდა ტერორისტულ აქტებს სკკპ (ბ) და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ; 1926 საზღვარგარეთ მივლინებით პარიზში ყოფნისას გადაიბირეს სსრკ-ში საჯაშუშოდ, 1927 წელს დაბრუნების შემდეგ დაპატიმრებამდე აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად დაკავშირებული იყო უცხო ქვეყნის რეზიდენტთან და აწვდიდა მას ცნობებს, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას შეადგენს. დაზვერვის დავალებით დაკავშირებული იყო კონტრევოლუციურ-ტროცკისტულ ორგანიზაციებთან საქართველოსა და სომხეთში, მონაწილებდა ეროვნული ცენტრის შექმნასა და მავნებლობაში. 1929 წელს თავისი ხელმძღვანელობით ბურჟუაზიულ-ნაციონალისტული ელემენტებისგან შექმნა დაჯგუფება, რომელიც შემდგომში ჩამოყალიბდა როგორც ეროოვნული თეატრი და რომელიც მიზნად ისახავდა ხელისუფლების ხელში ჩაგდებას სომხეთში; ტრანსპორტის ინჟინერთა ამიერკავკასიის ინსტიტუტში მუშაობის დროს ატარებდა მავნებლურ საქმიანობას. ჰქონდა ინფორმაცია აზერბაიჯანის კონტრრევოლუცური ნაციონალისტური ცენტრის მიერ ჩატარებული მავნებლური საქმიანობის შესახებ და დაკავშირებული იყო კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ ცენტრთან მოსკოვში. თავიდან ფირუმოვი წაყენებულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა, მაგრამ შემდგომში წაყენებული ბრალდება აღიარა.
მუხლი: 58-6, 58-8, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 06/25/1937
დახვრეტის თარიღი: 06/26/1937
რეაბილიტაცია:
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9