1937 წლის 31 მაისის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი
დაბადების თარიღი: 1905 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: საქართველო, საგარეჯო
საცხოვრ. ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი,ორჯონიკიძის ქ. № 25 (ქ. საგარეჯო, ეტაპის ქ. № 16)
განათლება: უმაღლესი
სოც. წარმომავლობა: გლეხი
პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი
სამუშაო ადგილი: პროფესია - ინჟინერი. საგარეჯოს რაიონის წყლის მეურნეობის რაიგანყ-ის უფროსი
ნასამართლობა: წარსულში არ იყო ნასამართლევი.
განყოფილება:
გაასამართლა: სამხედრო კოლეგია
მომხსენებელი:
მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
ბრალად ედება: რომ იყო რკინიგზის მუშფაკის კონტრრევოლუციური ტროცკისტული ორგანიზაციის აქტიური წევრი, შემდგომში კი 26 კომისრის სახ. რაიონის (ავლაბრის) ახალგაზრდული კონტრრევოლუციური ტროცკისტული დაჯგუფების ხელმძღვანელი. შედგა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის გზაზე და კავშირი დაამყარა სოფ. კაკაბეთის არალეგალური მენშევიკური ორგანიზაციის წევრებთან საკოლმეურნეო მშენებლობის წინააღმდეგ და სოფლის მეურნეობაში მავნებლობის საქმეში ერთობლივი საქმიანობისთვის. იმყოფებოდა კომპარტიის (ბ) რიგებში და 1936 წელს დაპატიმრებამდე, თვალთმაქცურად აგრძელებდა თანამშრომლობას კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრებთან - ზ. მჭედლიშვილთან და შ. ქვლივიძესთან. მან პატიმრობის პერიოდშიც შეინარჩუნა ახალგაზრდული კონტრრევოლუციური ტროცკისტული დაჯგუფება სრული შემადგენლობით. 1936 წ. გ. ვ. ქვლივიძემ გააგრძელა თავისი კონტრრევოლუციური ტროცკისტული კავშირების და ტროცკისტული საქმიანობის დეტალების დაფარვა. წაყენებული ბრალდება გ. ვ. ქვლივიძემ ნაწილობრივ აღიარა, მაგრამ იგი მხილებულია სხვა ბრალდებულთა ჩვენებებით. დაპატიმრებულია სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს თბილისის განყ-ის მიერ. მოთავსებულია საქ. სსრ შინსახკომის სამმართველოს ციხეში 4.03-დან.
მუხლი: 17-58-8, 58-10, 58-11
სასჯელის ზომა: 10 (ათი) წლით პატიმრობა და პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი: 09/08/1936
სხდომის თარიღი: 07/01/1937
დახვრეტის თარიღი:
რეაბილიტაცია: სსრკ-ს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 09.07-1057 წლის განჩინებით №4н-028567/56 საქმე შეწყვეტილია დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
შენიშვნა: სასჯელის ვადის მოხდის შემდგომ მუშაობდა საქმეთა მწარმოებლად საგარეჯოს წყლის სისტემის სამმართველოში. მეორედ დაპატიმრებულია საქ. სსრ სახ. უშიშროების სამინისტროს მე-5 განყ-ის მიერ 21.09-50 წელს, როგორც კონტრრევოლუციური ტროცკისტული ორგანიზაციის წევრი. სსრკ სახ. უშიშროების სამინისტროს საგანგებო სათათბიროს 13.01-51 დადგენილებით მიესაჯა გადასახლება კრასნოიარსკის მხარეში სახ. უშიშროების სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ, საქ. სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 17-58-8;58-11 მუხლებით, 20 წლით. ეტაპირებული იყო 24.03-1951 წ. გადასახლების ადგილას კრასნოიარსკის მხარეში. დასასახლებლად ჩავიდა 31,05-1951 წ. ხელმოწერა „ნეკრასოვი“. გათავისუფლდა 28.09-1954 წ. სსრკ სახ. უშიშროების კომიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური პროკურორის 16.07-1954 წ. ბრძანებით №127,039,078.