1937 წლის 31 მაისის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი
დაბადების თარიღი: 1904 წ.
ეროვნება: სომეხი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: საქართველო, ხაშური, დაბა სურამი
საცხოვრ. ადგილი: რსფსრ, მოსკოვი ლისტვენნაია ალეია №14
განათლება: საშუალო
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე იყო აკადემიის მსმენელი.
ნასამართლობა:
განყოფილება:
გაასამართლა: სამხედრო კოლეგია
მომხსენებელი:
მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
ბრალად ედება: დაპატიმრებული იყო 1937 წლის 13 თებერვალს საქ. სსრ შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მიერ. გამოძიების პროცესში მას წაუყენეს ბრალდება საქ. სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58-8 მუხლით. „პ. მელაძე და გ. შუღაროვი მხილებულნი არიან განზრახვაში, მოეწყოთ ტერაქტი საქ. კომპარტიის (ბ) მდივნის, ლ. ბერიას წინააღმდეგ“. ბრალდებულმა შუღაროვმა თავი დამნაშავედ ცნო და მისცა ჩვენება, რომ კონტრრევოლუციურ დივერსიულ-მავნებლურ ორგანიზაციაში იგი ჩაითრია მელაძემ, რომელმაც დაავალა მას, ეპოვა ხალხი ბერიას მკვლელობის განსახორციელებლად. სასამართლო სხდომაზე შუღაროვმა განაცხადა, რომ წინასწარი გამოძიების მსვლელობისას მიცემულ ჩვენებებს არ ადასტურებს, რადგან „გამომძიებელმა მას უთხრა, რომ თუ თავს დამნაშავედ არ ცნობს, მუდმივად კარცერში მოუწევს ყოფნა. ამიტომ მან დაიწყო რაღაცების გამოგონება და მისცა ჩვენებები, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება“.
მუხლი: 58-8, 58-10, 58-11
სასჯელის ზომა: 1937 წლის 27 ივნისს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელ სესიაზე გარო შუღაროვს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა.
დაპატიმრების თარიღი: 02/13/1937
სხდომის თარიღი: 06/27/1937
დახვრეტის თარიღი: 06/28/1937
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: