1937 წლის 31 მაისის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი
დაბადების თარიღი: 1906 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.: ცოლშვილიანი
დაბადების ადგილი: საგარეჯო, სოფ. კაკაბეთი, საქართველო
საცხოვრ. ადგილი: საქართველოს სსრ, საგარეჯოს რაიონი, სოფ. კაკაბეთი
განათლება: დაწყებითი
სოც. წარმომავლობა: გლეხი
პარტიულობა: სკკპ(ბ) ყოფილი წევრი 1929 წლიდან, 1930 წელს გაირიცხა კპ(ბ) პარტიიდან წითელი არმიიდან დეზერტირობისთვის.
სამუშაო ადგილი: გამოკვეთილი საქმიანობა არა აქვს. მუშაობდა ქ. გურჯაანში, МОПР-ში (Международная организация помощи борцам революци - რევოლუციის მებძოლთა დახმარების საერთაშორისო ორგანიზაცია).
ნასამართლობა: გასამართლებული იყო 1930 წელს 6 თვით გაფლანგვისთვის, 1933 წელს დაპატიმრებული იყო ვანის მილიციაში მუშაობის პერიოდში პატიმართა ფულის მითვისების ბრალდებით.
განყოფილება: შინსახკომის საგზაო-სატრანსპორტო განყოფილება
გაასამართლა: სამხედრო კოლეგია
მომხსენებელი: ავერინი
მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
ბრალად ედება: რომ 1927-1928 წწ. იყო კონტრრევოლუციური ტროცკისტული ახალგაზრდული დაჯგუფების წევრი 26 კომისრის რაიონში (ავლაბარი), მონაწილეობდა კონტრრევოლუციურ არალეგალურ შეკრებებში, თავისი ბინა დათმობილი ჰქონდა არალეგალური თავყრილობებისთვის, ამარაგებდა კონტრრევოლუციურ დაჯგუფებას არალეგალური ლიტერატურით, მონაწილეობდა არალეგალურ შეკრებებში, რომლებზეც განიხილებოდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების საკითხი. ისარგებლა იმით, რომ თავის დროზე არ იყო გამოაშკარავებული, დაფარა თავისი ტროცკისტული წარსული და 1929 წელს შეაღწია კპ (ბ) რიგებში, თუმცა ბოლო დრომდე არ წყვეტდა კავშირს კონტრრევოლუციური ტროცკისტული ორგანიზაციის წევრებთან, რომლებსაც ტროცკისტული კადრების შენაჩუნების მიზნით შეუთანხმდა, რომ არ გაეცათ ერთმანეთი. 1926 წლის სექტემბრის თვეში კვლავ სცადა, აღედგინა კონტრრევოლუციური საქმიანობა, რაც დროებით შეწყდა მისი ხელმძღვანელის, გაბო ქვლივიძის დაპატიმრების გამო. ხუნაშვილმა აღიარა წაყენებული ბრალდება.
მუხლი: 58-8, 58-11
სასჯელის ზომა: 10 (ათი) წლით გაიგზავნოს შრომა-გასწორების ბანაკში.
დაპატიმრების თარიღი: 10/20/1936
სხდომის თარიღი: 07/01/1937
დახვრეტის თარიღი:
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: