1938 წლის 12 სექტემბრის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, ჟდანოვი
დაბადების თარიღი: 1883 წ.
ეროვნება: სომეხი
ოჯახური მდგ.: ცოლშვილიანი
დაბადების ადგილი: ქ. თავრიზი, ირანი
საცხოვრ. ადგილი: ქ. სოხუმი, საქართველოს სსრ, აფხაზეთის ასსრ, ნოვაია ქ. № 44
განათლება: უმაღლესი
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა:
სამუშაო ადგილი: ექიმი-გინეკოლოგი; ეწეოდა კერძო პრაქტიკას.
ნასამართლობა: დაპატიმრებულ იქნა 1932 წელს ყოფილი სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ორგანოების მიერ სავალუტო ოპერაციის წესების დარღვევისთვის.
განყოფილება: აფხაზეთის ასსრ-ის შინსახკომი
გაასამართლა:
მომხსენებელი:
მონაწილეობდნენ:
ბრალად ედება: რომ მანგოლდტის დავალებით უნდა შეეგროვებინა ცნობები სსრკ მოსახლეობის პოლიტიკურ-ზნეობრივი მდგომარეობის და განწყობის შესახებ, აგრეთვე მოსახლეობის რეაგირების შესახებ საბჭოთა მთავრობის მიერ ჩატარებულ ყოველ ღონისძიებაზე, მთავრობის დამოკიდებულებაზე მოსახლეობისადმი და შეგროვილი ცნობები უნდა გადაეცა მანგოლდტისთვის. 1933 წელს მანგოლდტი გაემგზავრა გერმანიაში და 1935 წელს ცდილობდა, წერილობითი კავშირის დამყარებას კარამანიანცთან. მისი გადაბირების შემთხვევაში გერმანულ დაზვერვაში, მანგოლდტი ჰპირდებოდა მას საკვებ პროდუქტებს და სთავაზობდა ოქროს ვალუტას, რაზეც კარამანიანცმა თითქოს უარი განაცხადა.
მუხლი: 58-6
სასჯელის ზომა:
დაპატიმრების თარიღი: 02/06/1938
სხდომის თარიღი:
დახვრეტის თარიღი:
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: ირანის მოქალაქე. კარამანიანცი რუსეთში მოხვდა როგორც სამხედრო ტყვე, თურქულ არმიაში ექიმად მსახურობის დროს. ჰყავს ძმები: მარტინი და ტრდატი, აგრეთვე მშობლები, რომლებიც ცხოვრობენ პარიზში და რომლებთანაც სისტემატურად აწარმოებს მიმოწერას. 1921-1927 წწ. კარამანიანცი მუშაობდა ირანის საკონსულოში რუსეთში. 1927-1937 წწ. ეწეოდა ფარულ საკონსულო საქმიანობას ქ. სოჭში (მანტგოლდტი ამ დროს იმყოფებოდა ბერლინში).