მა მგ მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მჟ მუ მღ მშ მძ მჭ მხ
მად მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მარ მას მატ მაქ მაღ მაშ მაჩ მაც მაჭ მახ

მალაყმაძე შაბან ახმედის ძე

1937 წლის 10 აგვისტოს სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი

დაბადების თარიღი: 1904 წ.
ეროვნება: ქართველი (აჭარელი)
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: ბათუმის რაიონი, სოფ. ჩიქუნეთი, საქართველო, აჭარა
საცხოვრ. ადგილი: ბათუმის რაიონი, სოფ. ჩიქუნეთი, საქართველოს ასსრ, აჭარის ასსრ
განათლება: დაწყებითი
სოც. წარმომავლობა: გლეხი; ანკეტაში წერია: „სოციალური მდგომარეობა - დეკლასირებული“.
პარტიულობა: ალკკ წევრი 1925-1934 წწ.
სამუშაო ადგილი: გაურკვეველი საქმიანობის.
ნასამართლობა: დაპატიმრებულ იქნა 1924 წ. მუშათა და გლეხთა მილიციის სამმართველოს მიერ მკვლელობისთვის (თანამონაწილეობისთვის). 1935 მიესაჯა 8 წლით თ/ა მკვლელობისთვის.
განყოფილება:
გაასამართლა: სამხედრო კოლეგია
მომხსენებელი: აბაჯი
მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
ბრალად ედება: რომ 1) 1934 წელს, მკვლელობის ჩადენის შემდეგ, გაიქცა, შექმნა ბანდა და დაპატიმრებამდე ყაჩაღობდა ქ. ბათუმში; 2) 1935 წლიდან იყო ერთ-ერთი უცხო ქვეყნის დაზვერვის აგენტი, ასრულებდა ჯაშუშურ-დაზვერვითი ხასიათის დავალებებს; უცხო ქვეყნის დაზვერვისგან მიიღო დავალება შინსახკომის თანამშრომლის მოტაცებისა და საზღვარგარეთ გაყვანის შესახებ და ამ დავალების შესასრულებლად ჩაატარა გარკვეული ღონისძიებები; 3) 1936 წელს, თურქეთში, კავშირი დაამყარა „აჭარისტანის განთავისუფლების კომიტეტის“ წევრ მოლა იხვან ღოღობერიძესთან და ასრულებდა მის დავალებებს აჭარაში მეამბოხე საქმიანობასთან დაკავშირებით. დაუკავშირდა აჭარაში მოქმედ კონტრრევოლუციურ მეამბოხე ორგანიზაციას, რომლის მიზანიც იყო აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და აჭარის თურქეთთან მიერთება, რითაც უღალატა სამშობლოს; 4) 1934 წლიდან სისტემატურად იყო დაკავებული იარაღის კონტრაბანდით; 5) 1934 წლიდან 1937 წლამდე სისტემატურად არღვევდა სახელმწიფო საზღვარს, არალეგალურად გადადიოდა თურქეთში.
მუხლი: 58-1-ა, 58-8, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა
დაპატიმრების თარიღი: 02/08/1937
სხდომის თარიღი: 09/19/1937
დახვრეტის თარიღი: 09/20/1937
რეაბილიტაცია:
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9