მა მგ მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მჟ მუ მღ მშ მძ მჭ მხ
მხე მხი

მხეიძე პეტრე მეთოდეს ძე

1937 წლის 10 აგვისტოს სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი

დაბადების თარიღი: 1897 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: ამბროლაურის რაიონი, სოფ. ქვემო კრიხი, საქართველო
საცხოვრ. ადგილი:
განათლება: საშუალო
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1918 წლიდან. გარიცხულია მოცემული საქმის გამო.
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე - საქართველოს სსრ შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსი; წოდება - სახელმწიფო უშიშროების მაიორი
ნასამართლობა:
განყოფილება: შინსახკომის მე-4 განყოფილება
გაასამართლა: სამხედრო კოლეგია
მომხსენებელი: გულსტი
მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
ბრალად ედება: რომ: 1) იყო მონაწილე საქ. სსრ შინსახკომის აპარატში კონტრრევოლუციური შეთქმულებისა, რომლის მიზანიც იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია; 2) არალეგალური საქმიანობით დაკავშირებული იყო საქართველოში კონტრრევოლუციური შეთქმულების ხელმძღვანელსა და ორგანიზატორთან, ტიტე ლორთქიფანიძესთან, აგრეთვე შინსახკომის აპარატში გამოაშკარავებული შეთქმულების მონაწილეებთან, კერძოდ, ტერორისტული გაჯგუფების ხელმძღვანელ ძიძიგურთან და ამ შეთქმულების სხვა მონაწილეებთან; 3) უშუალოდ იღებდა მონაწილეობას სკკპ(ბ) და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ მიმართული ტერაქტების მომზადებაში; 4) კონტრრევოლუციური ტერორისტული საქმიანობით ასევე დაკავშირებული იყო მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელ მგალობლიშვილთან, იღებდა აქტიურ მონაწილეობას კონტრრევოლუციური ორგანიზაციის იარაღით მომარაგებაში; 5) საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ ჯაშუშურ-დაზვერვით საქმიანობას ერთ-ერთი უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის სასარგებლოდ, რომელსაც სისტემატურად ამარაგებდა სრულიად საიდუმლო მასალებით და ამ მიზნით თავის ბინაში ინახავდა ჩეკისტური ოპერატიული საქმიანობის სრულიად საიდუმლო დოკუმენტებს; 6) 1923 წელს შეუერთდა ქართველ ნაციონალ-უკლონისტებს, შემდეგ კონტრრევოლუციონერ ტროცკისტებს და ამ საქმიანობის წყალობით დაუახლოვდა ამ უკანასკნელთა ხელმძღვანელს, კოტე ცინცაძეს, აქტიურ მოღვაწეს ვიქტორ ცინცაძეს, კალენიკე იაშვილს და სხვებს.
მუხლი: 58-6, 58-8, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი: 07/07/1937
სხდომის თარიღი: 09/14/1937
დახვრეტის თარიღი: 09/15/1937
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: სამხედრო პროკურატურამ 10/03-1959 წ. არ დააკმაყოფილა გ. ბ. მხეიძის ვაჟის საჩივარი, რომელიც შუამდგომლობდა თავისი მამის, პ. მ. მხეიძის რეაბილიტაციისათვის.

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9