ბა ბე ბზ ბი ბლ ბო ბჟ ბრ ბუ ბღ
ბუა ბუბ ბუგ ბუი ბუკ ბულ ბუნ ბურ ბუშ ბუც ბუხ ბუჯ

ბურდული ალექსანდრე გიორგის ძე

1938 წლის 3 იანვრის სია, ხელმოწერა: ჟდანოვი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი

დაბადების თარიღი: 1901 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.: ცოლშვილიანი
დაბადების ადგილი: თიანეთის რაიონი, სოფ. ტოლათსოფელი, საქართველოს სსრ
საცხოვრ. ადგილი:
განათლება: უმაღლესი
სოც. წარმომავლობა: გლეხი
პარტიულობა: 1926 წ-დან სკკპ(ბ) წევრი, პარტიიდან გაირიცხა 1937 წ. კ/რ საქმიანობისთვის.
სამუშაო ადგილი: ყაზბეგის რაიონის პროკურორი
ნასამართლობა: არ იყო ნასამართლევი. ნასამართლევი
განყოფილება: შინსახკომის ყაზბეგის რაიგანყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: კარახანოვი
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ იყო უკმაყოფილო თავისი კერძო და მატერიალური მდგომარეობით, მტრულად განწყობილი კოლმეურნეობებისა და პარტიული ხელმძღვანელობის მიმართ და 1937 წლის დასაწყისში ანტონ ფოცხვერაშვილმა (ყაზბეგის რაიკომის მდივნის ყოფ. მოადგილე) გადაიბირა კ/რ მემარჯვენე ორგანიზაციაში. იყო ყაზბეგის რ-ნში მოქმედი მემარჯვენე ორგანიზაციის აქტიური წევრი. ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა ყაზბეგის რაიკომის ყოფ. მდივანი შ. ნამგალაძე, რომლის დავალებითაც გააწევრიანეს ორგანიზაციაში. ეწეოდა გადაბირებით საქმიანობას. როგორც ორგანიზაციის წევრმა, კ/რ საქმიანობისთვის ნამგალაძისგან მიიღო მატერიალური გასამრჯელო 1400 მან. ბურდული მავნებლური საქმიანობისთვის მიმაგრებული იქნა სიონის სოფსაბჭოში, სადაც ჩაშალა საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, რაც თავადაც აღიარა 8.09.1937 წელს მიცემულ ჩვენებაში (მიუთითა, რომ ეს გააკეთა ფოცხვერაშვილის დავალებით). ამავე დროს, მემარჯვენე ტერორისტული ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას, როგორც პროკურორი. კერძოდ, უკანონოდ წყვეტდა საქმეებს, რომლებიც აღძრული იყო ხალხის მტრების წინააღმდეგ. ესენი იყვნენ კ/რ მემარჯვენეები: კ. ხინჩაგოვი, შ. ჩოფიკაშვილი, ა.კაზალიკაშვილი, მ. კიკნაძე , რაც დამოწმებულია პროკურატურის შესაბამისი აქტით. ჩამოთვლილი პირები პასუხისგებაში იყვნენ მიცემული სოფლის მეურნეობაში მავნებლობისა და ომის დროს ცხენების რაოდენობის აღრიცხვის ჩაშლისთვის, რომელსაც ატარებდა დუშეთის რაიონული სამხედრო კომისარიატი ა. წ. ივნისსა და ივლისში. დღეს ისინი დაპატიმრებული არიან და საქ. სსრ შინსახკომის სამეულის მიერ მისჯილი აქვთ დახვრეტა. ყაზბეგის რაიონში მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელის, შ.ნამგალაძის მითითებით მან არ გასცა სანქცია დამნაშავე კრიმინალური ელემენტების კანონიერ დაჭერაზე, რაც დაადასტურა კიდეც თავის ჩვენებაში 08/09-1937 წელს. ა.გ. ბურდულისთვის წაყენებული ბრალდება დადასტურებულია კ/რ საქმიანობისთვის დაპატიმრებული ა.ფოცხვერაშვილის, შ. ნამგალაძის, შ. ანდღულაძის, შ. პაიჭაძის , ი. დათეშიძისა და დ. ყაზბეგის ჩვენებებით.
მუხლი:
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 12/28/1937
დახვრეტის თარიღი:
რეაბილიტაცია:
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9