1937 წლის 10 აგვისტოს სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი
დაბადების თარიღი: 1889 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: სამტრედიის რაიონი, სოფ. მელაური, საქართველო
საცხოვრ. ადგილი: სამტრედიის რაიონი, მელაურის მონაკვეთი, საქართველოს სსრ
განათლება:
სოც. წარმომავლობა: გლეხი
პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი; 1936 წელს გარიცხულ იქნა საკავშირო კპ(ბ)-ს რიგებიდან ტროცკისტობის გამო.
სამუშაო ადგილი: სასადილოს გამგე
ნასამართლობა:
განყოფილება: შინსახკომის სამტრედიის რაიგანყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: ნადარაია
მონაწილეობდნენ: რაფავა, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ კავშირი ჰქონდა კ/რევოლუციონერ, ყოფილ აქტიურ ტროცკისტ ილარიონ სტურუასთან. იყო კ/რ ტროცკისტული, მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნესტორ გეგია. მტრულად განწყობილმა ხუჭუამ 1935 წელს გადაწვა გლეხის სახლი ქ. სამტრედიაში, ეწეოდა ა/ს და კ/რ აგიტაციას პარტიისა და მთავრობის ღონისძიებათა კრიტიკით, ეწეოდა მავნებლობას.
მუხლი:
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი: 07/14/1937
სხდომის თარიღი: 10/26/1937
დახვრეტის თარიღი: 11/06/1937
რეაბილიტაცია: საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს 31/12-1958 წლის №1629 განჩინებით საქმე შეწყვეტილია ბრალდების დაუსაბუთებლობის გამო.
შენიშვნა: ნათესავებს აცნობეს, რომ გარდაიცვალა 06/11-1942 წელს ფილტვების ანთებით. სიკვდილი რეგისტრირებულია სამტრედიის რაიონის მმაჩის ბიუროში.