გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გეგ გედ გევ გეთ გეი გელ გენ გეო გეპ გერ გეტ გეწ

გევორქიანი მკრტიჩ შმავონის ძე

1938 წლის 3 იანვრის სია, ხელმოწერა: ჟდანოვი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი

დაბადების თარიღი: 1892 წ.
ეროვნება:
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: სოფ. დიულგოჯა, თურქეთი
საცხოვრ. ადგილი:
განათლება:
სოც. წარმომავლობა: გლეხი
პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1925 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს აღნიშნული საქმის გამო.
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე - ქალაქ ერევნის საჰაერო თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელი, წოდება - პოლკოვნიკი.
ნასამართლობა:
განყოფილება: შინსახკომის მე-5 განყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: ლიფშიცი
მონაწილეობდნენ: ქობულოვი, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ 1. იყო წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის საზარელი მკვლელობა და 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიის ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 2. 1935 წლიდან დაპატიმრების დღემდე იყო წევრი კ/რ ნაციონალისტური სამხედრო ორგანიზაციისა, რომელიც ამზადებდა შეიარაღებულ აჯანყებას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 3. ეწეოდა სამხედრო მოსამსახურეების კ/რ დამუშავებას და კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა ახალი წევრები.
მუხლი: 58-1-ბ, 58-8
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 01/17/1938
დახვრეტის თარიღი: 01/20/1938
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: მეფისა და დაშნაკური არმიის ყოფილი ოფიცერი, წოდება - შტაბს-კაპიტანი.

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9