ჩა ჩე ჩი ჩო ჩუ ჩხ
ჩეკ ჩემ ჩერ

ჩერქეზიშვილი მარიამ ანტონის ასული

1937 წლის 10 აგვისტოს სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი

დაბადების თარიღი: 1902 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.: გაუთხოვარი
დაბადების ადგილი: გორის რაიონი, სოფ. კულბითი, საქართველო
საცხოვრ. ადგილი: ქ. თბილისი, ტრიბუნალის ქ. № 26, საქართველოს სსრ
განათლება: უმაღლესი
სოც. წარმომავლობა: აზნაური
პარტიულობა: უპარტიო. წარსულში: ნაციონალ-დემოკრატთა პარტიის წევრი.
სამუშაო ადგილი: სპეციალობით პედაგოგი; საგარეჯოს რკინიგზის სკოლის ყოფილი გამგე,
ნასამართლობა: დაპატიმრებულ იქნა 23.06-1930 წ. ბრალდებული იყო საქ. სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58-21 მუხლით, არალეგალური ლიტერატურის მომზადებაში. გათავისუფლებულ იქნა 28.12-1931 წ. ვადამდე ავადმყოფობის გამო. 1936 წ. დაპატიმრებულ იქნა კონტრრევოლუციური საქმიანობისათვის და შემდგომში განთავისუფლდა.
განყოფილება: შინსახკომის მე-4 განყოფილება
გაასამართლა: სამხედრო კოლეგია
მომხსენებელი: ოვიანი
მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
ბრალად ედება: რომ იყო წევრი ზინოვიევურ-ტროცკისტული კონტრრევოლუციური, ტერორისტული ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12-1934 წ. განახორციელა ამხ. კიროვის მხეცური მკვლელობა და რომელიც შემდგომში ამზადებდა ტერორისტულ აქტებს სკკპ(ბ) და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელების წინააღმდეგ; ა) იწონებდა კონტრრევოლუციური ცენტრის დივერსიულ-ძირგამომთხრელ ტერორისტულ მოქმედებებს; ბ) ავრცელებდა პროვოკაციულ ჭორებს ამხ. კიროვის მხეცური მკვლელობის შესახებ, გამოხატავდა სინანულს დახვრეტილი ტერორისტების გამო და ამით დისკრედიტაციას უწევდა სკკპ(ბ) და საბჭოთა ხელისუფლების ღონისძიებებს ტერორისტების, ჯაშუშების, დივერსანტებისა და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლაში; გ) არ ფარავდა თავის გაბოროტებას საბჭოთა ხელისუფლების მიმართ, როცა იჯდა შინსახკომის ციხეში; ეწეოდა კონტრრევოლუციურ საქმიანობას, აქეზებდა პატიმრებს ციხის რეჟიმის წინააღმდეგ, საყოველთაო შიმშილობის მოწყობისა და გამოძიებისთვის ჩვენების არ მიცემისკენ.
მუხლი: 58-8, 58-10
სასჯელის ზომა: დახვრეტა
დაპატიმრების თარიღი: 02/16/1937
სხდომის თარიღი: 09/12/1937
დახვრეტის თარიღი: 09/13/1937
რეაბილიტაცია:
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9