გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გაბ გაგ გად გავ გაზ გაი გალ გამ გარ გას გაჩ გახ გაჯ

გამთენაძე დავით თევდორეს ძე

1938 წლის 14 თებერვლის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, ჟდანოვი

დაბადების თარიღი: 1904 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: თერჯოლის (ჩხარი) რ-ნი, სოფ ჩხარი, საქართველო
საცხოვრ. ადგილი:
განათლება: დაწყებითი
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: 1932 წლიდან იყო სკკპ(ბ) წევრი. პარტიიდან გარიცხეს 1937 წელს
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე იყო ჩხარის რაიონის პროკურორი
ნასამართლობა:
განყოფილება: შინსახკომის ჩხარის (თერჯოლა) რაიგანყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: გაბისონია
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ იყო ჩხარის რაიონის მემარჯვენე დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი. იყო რაიონის პროკურორი და მჭიდრო კავშირი ჰქონდა ჩხარის რაიონის მემარჯვენე კ/რ, მავნებლური ორგანიზაციის წევრებთან, ყოფილ რაიკომის მდივან აკაკი მახათაძესთან და რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარე ალექსანდრე ფანჩულიძესთან, რომლებსაც, თავის მხრივ, კავშირი ჰქონდათ კ/რ ცენტრთან - გიორგი კურულოვთან და მიხეილ ნიორაძესთან. გამთენაძე გადაბირებული იყო ამ ორგანიზაციაში 1934 წლიდან. იგი მალავდა და ხელს უწყობდა ჩხარის რაიონში კ/რ მავნებლურ საქმიანობას: ა) უკანონოდ უწესებდა გლეხებს გადასახადს; ბ) გაავსო კოლმეურნეობის აპარატი მენშევიკებით, ნაციონალ-დემოკრატებითა და სხვადასხვა სისხლის სამართლის დამნაშავე ელემენტებით, რომლებიც წლების განმავლობაში იტაცებდნენ სოციალისტურ დოვლათს და რაიონში არ არის არც ერთი შემთხვევა, რომ დამნაშავეები დასჯილიყვნენ 7 აგვისტოს კანონის თანახმად. კონტრრევოლუციონერ კურულოვის დავალებით მალავდა რეალური თანხის ბრუნვის ციფრებს და დამალული თანხის ბრუნვამ შეადგინა 490 000 მანეთი; გ) გაზარდა ვაზის ნერგების დამზადების გეგმა 600 000 ცალიდან 3 000 000-მდე და კოლმეურნეობას მიაყენა 290 000 მანეთის ზარალი; დ) გაანიავა კოლმეურნეობის გამწევი ძალა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილი იყო შრომადღეებზე გასაცემად.
მუხლი:
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 03/02/1938
დახვრეტის თარიღი: 03/07/1938
რეაბილიტაცია:
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9