აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აფ აქ აღ აშ აჩ ახ აჯ
არა არდ არე არვ არზ არი არნ არო არს არტ არუ არშ არჩ არც არძ არხ არჯ

არჩვაძე ნესტორ პავლეს ძე

1938 წლის 14 თებერვლის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, ჟდანოვი

დაბადების თარიღი: 1892 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.: ცოლშვილიანი
დაბადების ადგილი: ქუთაისის რაიონი, სოფ. ჟაშკოში, საქართველო
საცხოვრ. ადგილი: ქ. თბილისი, საქართველოს სსრ
განათლება:
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: წარსულში - ტროცკისტი; სკკპ(ბ) წევრი. სკკპ(ბ)-დან გარიცხეს ხუთჯერ კონტრრევოლუციური საქმიანობისათვის. უკანასკნელად გარიცხეს 1937 წელს.
სამუშაო ადგილი: წულუკიძის აბრეშუმის ფაბრიკის დირექტორი
ნასამართლობა:
განყოფილება: შინსახკომის წულუკიძის (ხონი) რაიგანყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: ობგაიძე
მონაწილეობდნენ: რაფავა, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ ეწეოდა მავნებლურ და არალეგალურ ტროცკისტულ საქმიანობას აბრეშუმის ქარხანაში. 1926 წლიდან შეუერთდა კონტრრევოლუციურ ტროცკიზმს. 1928 წელს არჩვაძემ დაწერა განცხადება კონტრრევოლუციურ-ტროცკისტული ორგანიზაციიდან წასვლის შესახებ, თუმცა იგი მაქსიმალურად ატარებდა მავნებლურ-ძირგამომთხრელ საქმიანობას მრეწველობის ხაზით. მავნებლური საქმიანობით დაკავშირებული იყო საქართველოს მეაბრეშუმეობის ტრესტის მმართველ კონტრრევოლუციონერ ტროცკისტ მანჯგალაძესთან, რომლის დავალებითაც ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას და ფაბრიკას მიადგა ძალიან დიდი ზარალი. შეგნებულად ქმნიდა მუშათა შორის უკმაყოფილებას, ავიწროებდა სტახანოველებს და ქარხანა მიყვანილი იყო არარენტაბელურ მდგომარეობამდე. არჩვაძე ასევე ეწეოდა აგიტაციას სტახანოვური მოძრაობის წინააღმდეგ, ფლანგავდა სახელმწიფო ქონებას.
მუხლი: 58-7, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა.
დაპატიმრების თარიღი: 06/29/1937
სხდომის თარიღი: 02/27/1938
დახვრეტის თარიღი: 03/14/1938
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: გამოცხადებულია გარდაცვლილად 14/03-1941 წელს გულის ათეროსკლეროზისგან. სიკვდილი რეგისტრირებულია ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის მმაჩის ბიუროს მიერ.

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9