კა კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კაგ კავ კაზ კაი კაკ კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაფ კაშ კაჩ კაც კაჭ კახ

კალაშიანი ივანე გრიგოლის ძე

1938 წლის 3 იანვრის სია, ხელმოწერა: ჟდანოვი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი

დაბადების თარიღი: 1912 წ.
ეროვნება: სომეხი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი, საქართველო
საცხოვრ. ადგილი: ქ.თბილისი, საქართველოს სსრ
განათლება:
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: უპარტიო
სამუშაო ადგილი: სპეციალობით რადიოტექნიკოსი, მუშაობდა სადგურ ერევნის რადიოკვანძის ტექნიკოსად.
ნასამართლობა:
განყოფილება: შინსახკომის მე-4 განყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: სარქისოვი
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ იყო კ/რ დაშნაკური დივერსიული ორგანიზაციის წევრი ქ.თბილისში და იყო ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი. კალაშიანი ეწეოდა აქტიურ არალეგალურ საქმიანობას, ჩამოაყალიბა ახალგაზრდა დაშნაკების ჯგუფი. მჭიდრო კავშირში იყო სომხეთში მოქმედ დაშნაკურ ცენტრთან. მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა ახალგაზრდა დაშნაკების ჯგუფი ირანში არალეგალურად გადასვლისა და იქ დაშნაკური საქმიანობის მიზნით. კალაშიანის სახლში ხშირად იმართებოდა არალეგალური შეკრებები, ის ავრცელებდა დაშნაკურ ლიტერატურას და „დაშნაკცუტიუნის“ პარტიის პროგრამას. იყო საბჭოთა ხელისუფლების შეურიგებელი მტერი. კალაშიანი ორგანიზაციის წევრ ნავასარდოვთან ერთად განიხილავდა დივერსიული აქტის მოწყობას მოსკოვისკენ გამგზავრებული დელეგატების მატარებელზე.
მუხლი: 58-8, 58-10, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი: 10/24/1937
სხდომის თარიღი: 01/05/1938
დახვრეტის თარიღი: 01/08/1938
რეაბილიტაცია: ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 28/12-1956 წლის დადგენილებით საქ.სსრ შინსახკომის სამეულის 05/01-1938 წლის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
შენიშვნა: სხავა დოკუმენტებით ცხოვრობდა ერევანში, ნარდოსის ქ. N62-ში.

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9