1938 წლის 12 სექტემბრის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, ჟდანოვი
დაბადების თარიღი: 1895 წ.
ეროვნება: რუსი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: რიაზანის ოლქი, სოფ. როგოვოე, რუსეთი, პრონსკის რაიონი
საცხოვრ. ადგილი:
განათლება:
სოც. წარმომავლობა: გლეხი
პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1927 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
სამუშაო ადგილი: მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში 1918-დან 1920 წლამდე სამეთაურო თანამდებობებზე. 1922 წლიდან დაპატიმრების დღემდე მუშაობდა საგანგებო კომისიის/სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს-შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ორგანოებში ბოლოს წინა თანამდებობა იყო მე-20 წითელორდენოსანი მსროლელი დივიზიის განსაკუთრებული განყოფილების უფროსი. დაპატიმრების მომენტში - სომხეთის სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის „სასჯელის მოხდის ადგილების განყოფილების“ ხელმძღვანელი. წოდება - სახელმწიფო უშიშროების უფროსი ლეიტენანტი
ნასამართლობა:
განყოფილება: ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შინსახკომის განსაკუთრებული განყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: ასლანოვი
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
ბრალად ედება: რომ 1935 წლიდან იყო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში არსებული ანტისაბჭოთა კ/რ შეთქმულების ერთ-ერთი აქტიურ მონაწილე. ჩეკისტურ ოპერატიულ საქმიანობაში ეწეოდა მავნებლობას მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში კ/რ და სხვაგან დამნაშავე ელემენტთა შესანარჩუნებლად. კ/რ საქმიანობით დაკავშირებული იყო კ/რ მემარჯვენე ტროცკისტული ორგანიზაციის რიგ წევრებთან და სამხედრო მოსამსახურეებისგან შემდგარ სხვა კ/რ ფორმირებებთან და ხელს უწყობდა კ/რ საქმიანობას, რომელსაც ეს უკანასკნელი ატარებდა მე-20 წითელორდენოსანი მსროლელი დივიზიის ნაწილებში.
მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი: 05/25/1938
სხდომის თარიღი: 10/09/1938
დახვრეტის თარიღი: 10/10/1938
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: მეფის არმიის ყოფილი ოფიცერი.