ბა ბე ბზ ბი ბლ ბო ბჟ ბრ ბუ ბღ
ბეგ ბედ ბეი ბეკ ბელ ბენ ბეჟ ბერ ბეს ბეღ ბეშ

ბელახიანი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე

1938 წლის 12 სექტემბრის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, ჟდანოვი

დაბადების თარიღი: 1897 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.: უცოლშვილო
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი, საქართველო
საცხოვრ. ადგილი:
განათლება: უმაღლესი
სოც. წარმომავლობა: ხელოსანი
პარტიულობა: უპარტიო
სამუშაო ადგილი: სამხედრო ექიმი. დაპატიმრებამდე - ექიმი თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში. წოდება - მე-2 რანგის სამხედრო ექიმი
ნასამართლობა:
განყოფილება: ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შინსახკომის განსაკუთრებული განყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: კერვალიშვილი
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
ბრალად ედება: რომ 1) იყო კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, მავნებლური, სამხედრო ორგანიზაციის აქტიური წევრი, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს. მ. კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში (1934-37 წწ-ში) გეგმავდა ტერაქტებს საკავშირო კომუნისტური პარტიის(ბ) და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. 2) 1936 წლიდან იყო კ/რ ტროცკისტული, მავნებლური სამხედრო ორგანიზაციის მონაწილე. 3) აღნიშნული კ/რ ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში მავნებლურ საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო მუშათა და გლეხთა წითელი არმიის საბრძოლო ეფექტურობის შესუსტებისკენ, რაც გამოიხატებოდა ავადმყოფების ცუდად მომსახურებაში, რითაც ხელს უწყობდა ავადმყოფებს შორის უკმაყოფილების ზრდას.
მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 10/09/1938
დახვრეტის თარიღი: 10/10/1938
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: 1925 წლიდან იყო მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში.

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9