1938 წლის 12 სექტემბრის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, ჟდანოვი
დაბადების თარიღი: 1901 წ.
ეროვნება: რუსი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: სტალინგრადის (ცარიცინის) ოლქი, სოფ. გრომოსლავკა, რუსეთი, კოტელნიკოვის რაიონი
საცხოვრ. ადგილი:
განათლება: საშუალო
სოც. წარმომავლობა: ღარიბი გლეხი
პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1925 წლიდან; გაირიცხა წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით.
სამუშაო ადგილი: ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის №58 საწყობის სამხედრო კომისარი. წოდება - უფროსი პოლიტხელი
ნასამართლობა: მისი თქმით, ნასამართლევი არ იყო.
განყოფილება: ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შინსახკომის განსაკუთრებული განყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: დუდკინი
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, ჩარკვიანი
ბრალად ედება: რომ იყო აქტიური წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს. მ. კიროვის ავაზაკური მკვლელობა და შემდგომ წლებში გეგმავდა ტერაქტებს სკკპ(ბ)-ს და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 1936 წლის შუა პერიოდიდან შედიოდა კ/რ სამხედრო მემარჯვენე-ტროცკისტულ ორგანიზაციაში, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია საბჭოთა კავშირში; ატარებდა მავნებლობას 58-ე სამხედრო საწყობის სისტემაში, რომელიც მიმართული იყო მუშათა და გლეხთაა წითელი არმიის სამხედრო ძალის შესუსტებისკენ; დაკავებული იყო ხალხის დამუშავებით შემდგომში მათი კ/რ ორგანიზაციაში გადაბირების მიზნით.
მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 10/09/1938
დახვრეტის თარიღი: 10/10/1938
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში მსახურობდა 1918 წლიდან.