კა კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კაგ კავ კაზ კაი კაკ კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაფ კაშ კაჩ კაც კაჭ კახ

კალუსტოვი კონსტანტინე იაკობის ძე

1938 წლის 12 სექტემბრის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, ჟდანოვი

დაბადების თარიღი: 1894 წ.
ეროვნება: სომეხი
ოჯახური მდგ.: ცოლშვილიანი
დაბადების ადგილი: სტავროპოლის ოკრუგი/მხარე, ქ. პიატიგორსკი, რუსეთი
საცხოვრ. ადგილი:
განათლება:
სოც. წარმომავლობა: მოსამსახურე
პარტიულობა:
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე - თბილისის მუშათა და გლეხთა მილიციის მე-2 სკოლის სასწავლო განყოფილების მდივანი
ნასამართლობა: არ იყო ნასამართლევი.
განყოფილება: შინსახკომის მე-5 განყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: ხოლოპოვი
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
ბრალად ედება: რომ ა) გერმანიაში ტყვეობის დროს გადაიბირა საზღვარგარეთის ერთ-ერთი სახელმწიფოს დაზვერვის სამსახურმა ჯაშუშური საქმიანობისთვის და ტყვეობიდან დაბრუნების მომენტიდან დაპატიმრების დღემდე ჯაშუშობდა ამ სახელმწიფოს სასარგებლოდ, აწვდიდა უცხოელ მზვერავებს სამხედრო და თავდაცვითი ხასიათის ცნობებს; ბ) ეწეოდა ახალი პირების გადაბირებას ჯაშუშური საქმიანობისათვის და მათგან მიღებულ ჯაშუშურ ცნობებს გადასცემდა უცხოეთის დაზვერვას.
მუხლი: 58-6
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 10/09/1938
დახვრეტის თარიღი: 10/10/1938
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: იყო მეფის არმიის სამხედრო ექიმის ვაჟი. თვითონ იყო მეფის არმიის ოფიცერი. 1914 წლიდან 1918 წლამდე იყო ტყვედ გერმანიაში.

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9