მა მგ მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მჟ მუ მღ მშ მძ მჭ მხ
მად მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მარ მას მატ მაქ მაღ მაშ მაჩ მაც მაჭ მახ

მაშადი მურად მოვლა ფურ (მოლას ძე)

1938 წლის 12 სექტემბრის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, ჟდანოვი

დაბადების თარიღი: 1862 წ.
ეროვნება:
ოჯახური მდგ.: ცოლშვილიანი
დაბადების ადგილი: ქ. ავშარი, ირანი
საცხოვრ. ადგილი:
განათლება: სასულიერო
სოც. წარმომავლობა: კულაკი
პარტიულობა: უპარტიო
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე იყო რელიგიური მსახური, მოლა
ნასამართლობა: 1921 წლიდან 1933 წლამდე სისტემატურად აპატიმრებდნენ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ორგანოები ა/ს საქმიანობის გამო.
განყოფილება: შინსახკომის ყარაიაზის (გარდაბანი) რაიგანყოფილება; იმყოფება თბილისის ციხეში.
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: არუთიუნოვი
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
ბრალად ედება: რომ 1934 წლიდან იყო ირანის დაზვერვის აგენტი, 1934 წელს ირანიდან „თამინათის“ (ირანის საიდუმლო პოლიცია) უფროსის, კაზივის მიერ ირანიდან გადმოსროლილი აგენტის, კულიევისგან მიიღო დავალება, გაეშალა ჯაშუშური საქმიანობა საქართველოს სსრ-ის ტერიტორიაზე. დაკავშირებული იყო ირანის საკონსულოს თანამშრომელ მირზა მაჰმუდ ხანთან, ამ უკანასკნელს აწვდიდა ჯაშუშური ხასიათის ცნობებს კოლმეურნეობის მდგომარეობის და კოლმეურნეთა განწყობილების შესახებ. 1935 წელს აწყობდა თავის ბინაში არალეგალურ შეკრებებს, სადაც განიხილავდნენ საკითხს შეიარაღებული ამბოხების, საბჭოთა ხელისუფლების დამხობისა და ბურჟუაზიული წყობის დამყარების შესახებ.
მუხლი:
სასჯელის ზომა: 10 (ათი) წლით შრომა-გასწორების ბანაკში თ/ა პირადი ქონების კონფისკაციით. პატიმრობის ვადა აითვალოს 05/02-1938 წლიდან.
დაპატიმრების თარიღი: 02/05/1938
სხდომის თარიღი: 10/09/1938
დახვრეტის თარიღი:
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: ყოფილი მსხვილი კულაკი-ექსპლუატატორი, დაპატიმრებამდე დაკავებული იყო რელიგიური წეს-ჩვეულებების შესრულებით. ირანის მოქალაქე. პასპორტი გაცემულია ქ. თბილისში ირანის კონსულის მიერ 06/?1-34 წ. № 47180 და ბინადრობის მოწმობა № 005812/2811 13/ ??-1936 წ.

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9