მა მგ მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მჟ მუ მღ მშ მძ მჭ მხ
მია მიგ მიზ მიკ მილ მინ მირ მიტ მიუ მიქ მიწ მიხ

მინასიანი ოვანეს პოღოსის ძე

1938 წლის 14 თებერვლის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, ჟდანოვი

დაბადების თარიღი: 1899 წ.
ეროვნება:
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: ყარსის ოლქი, სადგური აბინსკი, თურქეთი
საცხოვრ. ადგილი: ქ. სოხუმი, საქართველოს სსრ, აფხაზეთის ასსრ
განათლება: განათლებული
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: საქ. კპ(ბ) ყოფილი წევრი; გარიცხეს კონტრრევოლუციური ტროცკისტობისათვის დაპატიმრების გამო.
სამუშაო ადგილი: აფხაზეთის ვაჭრობა
ნასამართლობა:
განყოფილება: აფხაზეთის ასსრ-ის შინსახკომი
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: ბეჟანოვი
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ გადაიბირა სავაჭრო სისტემაში არსებულ კ/რ ორგანიზაციაში მემარჯვენე კ/რ ორგანიზაციის წევრმა ბოლქვაძემ. მისი დავალებით ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას. ამოცანების შესასრულებლად გადაიბირა ახალი წევრები აფხაზეთის ვაჭრობის მოსამსახურეთა რიგებიდან, რომლებიც ეწეოდნენ მავნებლურ საქმიანობას აფხაზეთის რაიონებში. მისი ხელმძღვანელობით აფხაზეთში შემოჰქონდათ უხარისხო საქონელი და მთელ სისტემაში ორგანიზებულად ეწეოდა ძარცვას. აფერხებდა საქონელბრუნვას და წლების განმავლობაში იყინებოდა აფხაზეთის სავაჭრო რესურესები. მინასიანმა თავი ცნო დამნაშავედ.
მუხლი:
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 03/02/1938
დახვრეტის თარიღი: 03/19/1938
რეაბილიტაცია:
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9