1938 წლის 14 თებერვლის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, ჟდანოვი
დაბადების თარიღი: 1901 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: თერჯოლის (ჩხარი) რ-ნი, სოფ. ჩხარი, საქართველო
საცხოვრ. ადგილი:
განათლება: საშუალო
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: საქ. სსრ კპ(ბ) წევრი 1931 წლიდან, პარტიიდან გარიცხეს 1937 წელს დაპატიმრების
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე - რაიონის მეაბრეშუმეობის სამმართველოს მმართველი; რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე.
ნასამართლობა:
განყოფილება: შინსახკომის ჩხარის (თერჯოლა) რაიგანყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: გაბისონია
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ იყო კ/რ დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი. იყო ჩხარის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე 1934 წლიდან 1936 წლამდე და რაიკომის ყოფილ მდივან აკაკი მახათაძესა და მდივნის მოადგილე მირიან პაიჭაძესთან ერთად ჩაიდინა შემდეგი მავნებლობა: ა) რაიონის მოსახლეობა სისტემატურად იბეგრებოდა ადგილობრივი დანიშნულების გადასახადებით. ამ გზით მთავრობამ მოსახლეობიდან ამოიღო 287 000 მანეთი. შეგროვებული თანხა იხარჯებოდა არადანიშნულებისამებრ, იფლანგებოდა; ბ) კ/რ მიზნით მიწათმოწყობის აპარატი და კოლმეურნეობა გავსებული იყო მენშევიკებით, ნაციონალ-დემოკრატებით, ტროცკისტებით და სხვადასხვა სისხლის სამართლის დამნაშავეებით, რომლებიც ზიანს აყენებდნენ კოლმეურნეობის მშენებლობას, იტაცებდნენ სოციალისტურ ქონებას და რჩებოდნენ დაუსჯელები. გ) კ/რ მიზნებით, გიორგი კურულოვის დავალებით, სახელმწიფოს უმალავდნენ ადგილობრივი მრეწველობის ბრუნვის ნამდვილ თანხას და სახელმწიფო ხაზინაში არ შეიტანეს 490 000 მანეთი. ეს თანხა გაანიავეს. დ) 1935 წ. ყურძნის ნერგების დამზადების გეგმა 600 000 ცალიდან ხალხის მტრებთან მათიკაშვილთან და კეკელიასთან შეთანხმებით გაზარდეს 3 000 000 ცალამდე. ამ არარეალური გეგმის შესასრულებლად კოლმეურნეებს შესთავაზეს და გაყიდეს 72 ხარი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები სიმინდი და სოიო. წვრილი და გამომშრალი ნერგები დარგეს უხარისხო ნაკვეთში, რის შედეგად გადარჩა ნერგების 22%, დანარჩენი იყო წუნიანი და რაიონის კოლმეურნეობებმა განიცადეს 290 013 მანეთის ზარალი. ე) პარტიული ორგანიზაციის დანაგვიანების მიზნით ორგანიზაციაში აჩერებდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეებს, პარტბილეთიან თაღლითებს.
მუხლი:
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 03/02/1938
დახვრეტის თარიღი: 02/16/1938
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: