1938 წლის 14 თებერვლის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, ჟდანოვი
დაბადების თარიღი: 1903 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: თერჯოლის (ჩხარი) რ-ნი, სოფ. ჩხარი, საქართველო
საცხოვრ. ადგილი:
განათლება: დაწყებითი
სოც. წარმომავლობა: გლეხი
პარტიულობა: საქართველოს კპ(ბ) წევრი 1928 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს 1937 წელს დაპატიმრების გამო.
სამუშაო ადგილი: მჭედელი; დაპატიმრებამდე - ჩხარის აღმასრულებელი კომიტეტის საფინანსო განყოფილების გამგე
ნასამართლობა:
განყოფილება: შინსახკომის ჩხარის (თერჯოლა) რაიგანყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: გაბისონია
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ იყო ფარული ტროცკისტი 1928 წლიდან 1935 წლამდე. გადაბირებულ იყო კ/რ დივერსიულ-მავნებლურ ორგანიზაციაში რაიკომის ყოფილი მდივნის აკაკი მახათაძის და აღმასკომის ყოფილი თავმჯდომარის ალექსანდრე ფანჩულიძის მიერ, რომლებიც, თავის მხრივ, დაკავშირებული იყვნენ კ/რ ცენტრთან გიორგი კურულოვის და მიხეილ ნიორაძის მეშვეობით. ამ ორგანიზაციის წევრების დავალებით დამალა ადგილობრივი მრეწველობის ბრუნვის რეალური თანხა და კ/რ მიზნებით არ შეიტანეს ხაზინაში 490 000 მანეთი.
მუხლი:
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 03/02/1938
დახვრეტის თარიღი: 03/07/1938
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: გრიგოლი ალექსის ძე ფანჩულიძის ძმა, კაკოლი ალექსის ძე ფანჩულიძე (დაპატიმრებული) იყო აქტიური კ/რ ტროცკისტი 1927 წლამდე. მას მერე, რაც კ/რ ტროცკისტული საქმიანობის გამო გარიცხეს დაუსწრებელი კომუნისტური უნივერსიტეტიდან, ჩამოვიდა სოფ. ჩხარში, ჩამოიტანა კონტრევოლუციური ლიტერატურა და გააცნო ისინი თავის ძმებს, ალკკ-ის წევრებს გრიგოლ ალექსის ძე ფანჩულიძეს და გეგი ალექსის ძე ფანჩულიძეს (დაპატიმრებული). ეს ფაქტი გრიგოლ ფანჩულიძემ პარტიას დაუმალა.