ჭა ჭე ჭი ჭკ ჭო ჭუ ჭყ
ჭაა ჭავ ჭან ჭაჭ

ჭანტურიძე გრიგოლ ნესტორის ძე

1938 წლის 14 თებერვლის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, ჟდანოვი

დაბადების თარიღი: 1906 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: თერჯოლის (ჩხარი) რ-ნი, სოფ. ჩხარი, საქართველო
საცხოვრ. ადგილი:
განათლება: საშუალო
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: საქ. კპ(ბ) წევრობის კანდიდატი, 1927 წელს გარიცხეს ანტისაბჭოთა ელემენტებთან კავშირისა და ბანქოს აზარტული თამაშის გამო.
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე - ჩხარის ადგილობრივი მრეწველობის დირექტორი
ნასამართლობა: 1936 წელს გაასამართლეს 114-ე და 126-ე მუხლებით.
განყოფილება: შინსახკომის ჩხარის (თერჯოლა) რაიგანყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: გაბისონია
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ მემარჯვენე დივერსიულ-მავნებლურ ორგანიზაციაში გადაიბირეს კ/რ ორგანიზაციის წევრებმა რაიკომის ყოფილი მდივანმა აკაკი მახათაძემ და აღმასკომის ყოფილმა თავმჯდომარემ ალექსანდრე ფანჩულიძემ, რომლებიც, თავის მხრივ, დაკავშირებულნი იყვნენ კ/რ ცენტრთან გიორგი კურულოვისა და მიხეილ ნიორაძის (რეპრესირებულები) საშუალებით. გრიგოლ ჭანტურიძე აკაკი მახათაძისა და ალექსანდრე ფანჩულიძის დავალებით, 1935-1936 წლებში ჩხარის რაიონის ადგილობრივი მრეწველობის დირექტორად ყოფნის დროს სისტემატურად მალავდა ბრუნვის რეალურ რაოდენობას და ამით სალაროში არ შეიტანა 90 000 ათასი მანეთი სახელმწიფო გადასახადი. ჭანტურიძემ დამალული თანხებიდან უკანონოდ გასცა და დებიტორებს ჩამოაწერა 16.682 რუბლი და 40 კაპ. შესაძლოა, რომ ეს თანხები ჩამოწერა და გასცა კ/რ მიზნებისათვის.
მუხლი:
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 03/02/1938
დახვრეტის თარიღი: 03/07/1938
რეაბილიტაცია:
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9